19 თებერვალს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მერვე კორპუსში, 405-ე აუდიტორიაში ოფიციალურად გაიხსნება
„ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა - 2016“. ზამთრის სკოლის მიზანია მეცნიერებაში ქართველოლოგიის მიმართულებით დაინტერესებული ახალგაზრდა კადრის მოზიდვა, მათი ცოდნის გაღრმავება, უახლესი სამეცნიერო კვლევების გაცნობა-პოპულარიზაცია, სამეცნიერო წრეებთან მსმენელთა ადაპტირება. პროექტი კონცენტრირებული იქნება მსმენელთა მოზიდვაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
მსმენელები გაეცნობიან თანამედროვე კვლევებს შემდეგი მიმართულებით: ქართული ლიტერატურა, ისტორია-არქეოლოგია, ფოლკლორი და ეთნოლოგია, ენათმეცნიერება, ფილოსოფია, რაც ხელს შეუწყობს მომავალში ინტერდისციპლინური კვლევების წარმართვას.
ორგანიზატორები:
ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია;
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ფინანსური მხარდამჭერები:
ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია;
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი