2011-03-12

ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამები: ინგლისური ენის ტესტირებაზე რეგისტრაციის ვადა გაგრძელდა ა/წ 16 მარტის ჩათვლით

2011/2012 სასწავლო წლის ინგლისურენოვანი სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს მე–3, მე–4, მე–5 და მე–6
სემესტრის ბაკალავრიატის და მე–2 სემესტრის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის


საბაკალავრო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
ტარტუს უნივერსიტეტი
 სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტები (www.ut.ee )
ლატვიის უნივერსიტეტი
 სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები (www.lu.lv )
ვილნიუსის უნივერსიტეტი
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და  იურიდიული ფაკულტეტები (www.vu.lt )
კომენიუსის უნივერსიტეტი ბრატისლავაში
 სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტები (www.uniba.sk )
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტები. (www.euv-frankfurt-o.de/en )

სამაგისტრო სტიპენდიები სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
ვარშავის უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის და  სოციალურ  და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტები  (www.iro.uw.edu.pl )

კონკურსი მიმდინარეობს  ორ ეტაპად:
  • პირველი ეტაპი: ტესტირება ინგლისურ ენაში (B2 დონე)
    ტესტი ინგლისურ ენაში  ჩატარდება 2011 წლის 18 მარტს 15.00 სთ–ზე (მისამართი: საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის შენობა: უნივერსიტეტის ქ.№11)

ტესტირებაზე დამსწრე სტუდენტთა რეგისტრაცია  ხორციელდება ელექტრონული ფორმით.

რეგისტრაციისთვის თსუ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტმა 2011 წლის 15 მარტის ჩათვლით ინდივიდუალური ცხრილიდან უნდა გააგზავნოს განცხადება საგამოცდო ცენტრში  (sms.tsu.ge-დან).

მეორე ეტაპზე გასულ კონკურსანტთა სია განთავსდება თსუ ვებ-გვერდზე.
  • მეორე ეტაპი: გასაუბრება
მეორე ეტაპზე გასულმა კონკურსანტმა 2011 წლის 1 აპრილის 16:00 სთ-მდე საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (მისამართი : თსუ  მე-2 კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი 237, ტელ: 25 02 12, საკონტაქტო პირი : ანი ჭელიშვილი) უნდა წარადგინოს  შემდეგი დოკუმენტაცია:  
  • ნიშნების ამონაწერი  (GPA-ის მითითებით)
  • CV (ინგლისურ ენაზე)
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ და ქართულ ენაზე, 3-3 ეგზემპლარი)
  • რეკომენდაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
  • პასპორტის ასლი
  • 2 ფოტო
  • პრიორიტეტების მიხედვით სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი
  • ბაკალავრის დიპლომის ასლი (მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
Print

« იხ. ყველა სიახლე