2012-10-11

DAAD-სა და DAAD/OSI (ღია საზოგადოების ფონდის) ერთობლივი სტიპენდიები

15 ოქტომბერს, 15.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება DAAD-ის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება DAAD-სა და    DAAD/OSI (ღია საზოგადოების ფონდის) ერთობლივი სტიპენდიები.  DAAD-სტიპენდიები   განკუთვნილია ყველა სპეციალობისთვის, ხოლო DAAD/OSI ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებისათვის.
შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს როგორც გერმანული, ისე ინგლისური ენის ცოდნით; ასევე, დოქტორანტებს და მეცნიერ-თანამშრომლებს/პედაგოგებს.
სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://ic.daad.de/tbilissi/?l=2&i=325

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია №107 (ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია)

Print

« იხ. ყველა სიახლე