2019-10-09
ევროპის საბჭოს მიერ უნივერსიტეტებისთვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსი
გრძელდება განცხადებების მიღება ევროპის საბჭოს საგრანტო კონკურსზე უნივერსიტეტებისთვის მრავალფეროვნების პატივისცემისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს მიერ უნივერსიტეტებისთვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსზე განცხადებების შემოტანის ბოლო ვადაა
17 ოქტომბერი.
პროექტების წარდგენა შეუძლიათ უნივერსიტეტებს თბილისიდან, ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და აჭარიდან. თითოეული პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტია
4 000 ევრო.
საგრანტო კონკურსის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება:
-დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის გავრცელების შესახებ;
- უმცირესობებისა და სხვა მოწყველადი ჯგუფების უფლებებისა და მრავალფეროვნების შესახებ;
-დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვის მექანიზმებსა და
- ადამიანის უფლებების, დემოკრატიულ ღირებულებებსა და საქართველოში მოქმედ ანტი-დისკრიმინაციულ კანონების შესახებ.
აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე:
tenders.antidiscrimination@coe.int სათაურით Georgia – small grant proposal
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ
ბმულზე.
« იხ. ყველა სიახლე