ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-04-13

კონფერენცია თემაზე „ეროვნული ენები აკადემიურ კვლევასა და უმაღლეს განათლებაში“

ესტონეთის აკადემიური ცენტრი ესტონური ენისა და კულტურის ინსტიტუტთან თანამშრომლობით 2011 წლის 29–30 აგვისტოს ტალინის უნივერსიტეტში ატარებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე „ეროვნული ენები აკადემიურ კვლევასა და უმაღლეს განათლებაში.“ კონფერენცია იმართება ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ ოც წუთიანი საკონფერენციო მოხსენებები ენის საკითხებზე და პოლიტიკაზე, ინგლისური ენის გავლენა ეროვნულ ენებზე. რეფერატი არ უნდა აღემატებოდეს 2500 სიტყვას.

საკონფერენციო მოხსენება 30 აპრილამდე უნდა გადაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: abstract_nataclang@tlu.ee

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ელექტრონული გვერდი.
Print

« იხ. ყველა სიახლე