ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-05-19

ტალანტის მოზიდვისა და განვითარების პროგრამა InPort

APM Terminals Poti (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური) აცხადებს ტალანტის მოზიდვისა და განვითარების პროგრამას InPort, რომლის ძირითადი მიზნობრივი სეგმენტია დამამთავრებელი კურსის წარმატებული სტუდენტები ან კურსდამთავრებულები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პროფესიული განვითარებით, მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღებით და საერთაშორისო კარიერის შექმნით.

APM Terminals Poti (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური) არის A.P. Moller - Maersk გლობალური ჯგუფის ნაწილი და წარმოადგენს უდიდეს მრავალმიზნობრივ ნავსადგურს საქართველოში, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის ტვირთების და კონტეინერების გადამუშავებას, ასევე აღნიშნულ გადამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის საზღვაო მომსახურების გაწევას. ძირითადად ის ემსახურება როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთის და ცენტრალური აზიის ბაზრებს.

ადგილობრივი ტალანტის განვითარების ხელშეწყობისა და საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალების მომზადების მიზნით, კომპანია აცხადებს ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამას - InPort, რომლის მთავარი ამოცანაა ფუნქციური ცოდნის, სწორი მიდგომების, სიახლეების ათვისების უნარისა და პოტენციალის მქონე ტალანტების მოზიდვა და განვითარება.

თუ ხართ განვითარებაზე ორიენტირებული ნიჭიერი ახალგაზრდა და გსურთ შეიქმნათ წარმატებული კარიერა, InPort საუკეთესო შესაძლებლობაა თქვენთვის - ინტენსიური და მრავალმხრივი განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავს პრაქტიკულ დავალებებს, დისკუსიებს, გუნდურ სამუშაოებს და უშუალოდ სამუშაო ადგილზე სწავლებას, ფოთის საზღვაო ნავსადგურში.

ტალანტის მოზიდვისა და განვითარების პროგრამა, რომელიც შედგება ორი - 8 კვირიანი თეორიული და 12 კვირიანი პრაქტიკული მოდულისაგან და მიზნად ისახავს დაეხმაროს მონაწილეებს მენეჯერული და ტექნიკურ-პროფესიული მიმართულებებით წარმატებული კარიერისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში, გთავაზობთ:
პროგრამაში მონაწილეს უნდა ჰქონდეს შემდეგი აუცილებელი კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:
პროგრამაში ჩაერთვებიან კანდიდატები, რომელიც წარმატებით გაივლიან შემდეგ შერჩევის საფეხურებს:
პროგრამის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან კონკურენტული სარგებლისა და ანაზღაურების პაკეტით:
პროგრამის ჩატარების ადგილი - ფოთი

თუ გსურთ შემოუერთდეთ ტალანტის განვითარების პროგრამას, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი და სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) მისამართზე: careerpoti@apmterminals.com და წერილის სათაურში მიუთითოთ პროგრამის დასახელება -InPort.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 29 მაისი.
Print

« იხ. ყველა სიახლე