2010-05-14

გეოვიქტორინა თსუ–ში

12 მაისს თსუ–ში ნორჩ გეოგრაფთა სკოლის ინიციატივით გეოვიქტორინა გაიმართა, რომელშიც თბილისის სკოლებთან ერთად მთელი საქართველოს რეგიონების სკოლებმაც მიიღეს მონაწილეობა. გეოვიქტორინა ორ ნაკადად ჩატარდა. პირველ ნაკადში ერთმანეთს კონკურენციას VI, VII, VIII და IX კლასის მოსწავლეები უწევდნენ, მეორე ნაკადში კი X-XII კლასის მოსწავლეები. პირველ ნაკადში გაიმარჯვეს: I ადგილი – ჭიათურის საჯარო სკოლა № 1, გუნდი „საშევარდნო“, II ადგილი – თბილისის საჯარო სკოლა № 116, გუნდი „ორიონი“, III ადგილი  – თბილისის საჯარო სკოლა  № 208, გუნდი  „პორტოლანი“. მეორე ნაკადში სამივე საპრიზო ადგილი რეგიონების სკოლების წარმომადგენლებმა გადაინაწილეს: I ადგილი – ზოდის (ჭიათურის) საჯარო სკოლა, გუნდი „პანგეა“,  II ადგილი – იყალთოს (თელავის) საჯარო სკოლა, გუნდი „იყალთო 2“, III ადგილი – ჭიათურის საჯარო სკოლა № 4, გუნდი „მთიები“.
თსუ–ში ნორჩ გეოგრაფთა სკოლა უკვე რამდენიმე წელია რაც ფუნქციონირებს და ამ დროის განმავლობაში საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა სკოლის მოსწავლეებს შორის. მოზარდებს ლექციებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს უნივერსიტეტის პროფესორები, დოქტორანტები და უცხოელი მეცნიერები უტარებენ. გარდა იმისა, რომ ამ სკოლაში მოსწავლეები უამრავ ინფორმაციას იღებენ გეოგრაფიასთან დაკავშირებით, ისინი სხვა სკოლების მოსწავლეებსაც ეცნობიან და უმეგობრდებიან, რასაც განსაკუთრებით უწყობს ხელს საინფორმაციო–შემეცნებითი გასვლითი ექსკურსია–მეცადინეობები.

                                                       
Print

« იხ. ყველა სიახლე