ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-11-28

გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!

უცხო ენის მოქმედი საერთაშორისო სერტიფიკატების არქონის შემთხვევაში (აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე, B2 დონე), Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ინიცირებულ მევლანას გაცვლით პროგრამასა და თსუ-ს უცხოენოვან გაცვლით პროგრამებში (ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში) მონაწილეობის მსურველი სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ენის ინსტიტუციურ სავალდებულო ტესტირებაზე ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში mobility.tsu.ge
ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2020 წლის 3 თებერვლიდან 6 მარტის 18:00 საათის ჩათვლით.  
ტესტირების ჩაბარების უფლება აქვთ 2019/20 სასწავლო წელს სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე თსუ ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე, მაგისტრატურის პირველი და მეორე, დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებს!* 
ტესტირება ჩატარდება შემდეგ უცხოურ ენებში: ინგლისური, გერმანული, იტალიური, პორტუგალიური, ფრანგული, ბერძნული, ესპანური და თურქული. 

ტესტირება გაიმართება 2020 წლის 10 მარტს 10:00-ზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).  

* სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ ენის ტესტზე დარეგისტრირებას და კონკურსში მონაწილეობის მიღებას. 
Print

« იხ. ყველა სიახლე