2012-06-22

„ინტერნაციონალიზაცია ცენტრალურ აზიასა და ევროპის სამეზობლო სივრცეში“

2-3 ივლისს ევროგაერთიანების უმაღლესი განათლების რეფორმის ხელშეწყობისა და თანამშრომლობის ტემპუსის (TEMPUS) პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინტერნაციონალიზაცია ცენტრალურ აზიასა და ევროპის სამეზობლო სივრცეში“ ფარგლებში  ღონისძიება გაიმართება.

პროექტში ჩართულნი არიან შემდეგი მონაწილეები: სევილიის უნივერსიტეტი (ესპანეთი), ჰერიოტ უოტსის უნივერსიტეტი (ბრიტანეთი), ინჰოლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ნიდერლანდების სამეფო), შარლემანის უმაღლესი სკოლა (ბელგია), ბელარუსიის სახელმწიფო ეკონომიკური ურთიერთობების უნივერსიტეტი, ბელარუსიის მომხმარებელთა კოოპერატივების ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), გორის სასწავლო უნივერსიტეტი (საქართველო), ტაჯიკეთის სახელმწიფო კომერციის უნივერსიტეტი, ტაჯიკეთის ტექნიკური უნივერსიტეტი, ბელარუსიის განათლების სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ტაჯიკეთის განათლებისა სამინისტრო, ეკონომიკისა და კომერციის მეცნიერებების სტუდენტთა საერთაშორისო ასოციაცია.

ღონისძიების ფარგლებში მოწვეული სტუმრები არიან ინჰოლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, შარლემანის უმაღლესი სკოლის, ტაჯიკეთის სახელმწიფო კომერციის უნივერსიტეტი, ტაჯიკეთის ტექნიკური უნივერსიტეტი, ბელარუსიის სახელმწიფო ეკონომიკური ურთიერთობების უნივერსიტეტი და ბელარუსიის მომხმარებელთა კოოპერატივების ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების უნივერსიტეტი,  საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები თანამშრომლები.

ღონისძიებას გახსნის თსუ რექტორი ბ-ნ ალექსანდრე კვიტაშვილი და მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ  საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცის საკითხებში ქ-ნ თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, დოქტორი ნოდარ სურგულაძე და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე, ბ-ნ ბორის იაროშევიჩი.

Print

« იხ. ყველა სიახლე