2020-07-07
ონლაინ კონფერენცია თემაზე: „ნაერთები და მასალები სპეციფიკური თვისებებით“
10-11 ივლისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ქიმიური საზოგადოების ინიციატივით ტარდება ონლაინ კონფერენცია თემაზე: „ნაერთები და მასალები სპეციფიკური თვისებებით“.
ყველა მონაცემი ატვირთულია კონფერენციის ვებგვერდზე.
ონლაინ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების და ს/კ ინსტიტუტების პროფესორები, პროფესიონალი ქიმიკოსები, ყველა საგანმანათლებლო დონის სტუდენტები და ახალგაზრდა მეცნიერები, ასევე მეცნიერები აშშ-დან, გერმანიიდან, იტალიიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან, ალჟირიდან და ლიეტუვადან.
« იხ. ყველა სიახლე