ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთვება პროექტში Wings for Life World Run 2015 - სპორტის ისტორიაში ყველაზე ხმაურიან და უნიკალურ მსოფლი რბენაში, რომელშიც წელს 36 ქვეყანას აერთიანებს ერთი მიზნისთვის - გავხადოთ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი!
მარათონში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
23 მარტს, 11.00 საათზე თსუ პირველი კორპუსის 213-ე აუდიტორიაში.
რეგისტრაციის გასავლელად წარმოადგინეთ sms.tsu.ge-ს პირველი გვერდის ამონაბეჭდი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
პირველი 100 სტუდენტის დაფინანსებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს. ყველა დარეგისტრირებულს გადაეცემა თსუ-ს მაისური უნივერსიტეტის წარსადგენად.
Wings for life მსოფლიო რბენა 3 მაისს, საქართველოს დროით 15:00 საათზე, კახეთში, ლოპოტას გადასახვევთან გაიმართება.
მსოფლიო რბენა პირველად 2014 წელს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 3000-მა ადამიანმა მიიღო, მათ შორის იყვნენ წარმომადგენლები 99 ორგანიზაციიდან (სახელმწიფო/კერძო სექტორი) და მონაწილეები 36 ქვეყნიდან. წარმოდგენილი იყო თსუც დიდი გუნდით.
წელს საქართველოში მონაწილეობის რაოდენობის ლიმიტი 5000-ს შეადგენს, ღონისძიებაში ჩართულია თითქმის ყველა ბიზნესკომპანია, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი, საელჩოები და დიპლომატიური კორპუსი, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები.
ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება Wings for Life -ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო დაკლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. 2014 წლის მსოფლიო რბენის შედეგად საქართველოდან ფონდში 100 000 ლარი გადაირიცხა (60 000 ლარი რეგისტრაციებიდან და 40 000 ლარი სპონსორინგიდან).