2017-04-28
პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღე თსუ-ში
მაისის თვეში, პორტუგალიურენოვან ქვეყანათა თანამეგობრობა (CPLP) აღნიშნავს პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღეს.
1-7 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პორტუგალიური ენის ცენტრი პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კულტურულ ღონისძიებებს გამართავს.
1-7 მაისი
გამოფენა-„პორტუგალიური ენის ეკონომიკური პოტენციალი“. გამოფენას უზრუნველყოფს კამოეშის თანამშრომლობისა და ენის ინსტიტუტი, რომელიც გაიმართება თსუ-ში, ენის კვირეულის ფარგლებში.
2-3 მაისი
•პორტუგალიური და ბრაზილიური ფილმების ჩვენება
4 მაისი, 17:30 – 19:30
•კონფერენცია ლუზოფონიის სხვადასხვა ასპექტებზე და მის მიმდინარე პოტენციურ ურთიერთობებზე საქართველოსთან (მომხსენებლები: თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კარლოს ალბერტო ლოპეს ასფორა, პორტუგალიის საპატიო კონსული საქართველოში, თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები, ერაზმუს მუნდუსის სტუდენტები)
•პორტუგალიური და ბრაზილიური ლიტერატურული ტექსტების ქართულ ენაზე თარგმანის კითხვა
•ბრაზილიის ელჩის მეუღლის მიერ შესრულებული ბრაზილიელ და პორტუგალიელ კოპმოზიტორთა ნაწარმოები
6 მაისი
•პორტუგალიური და ბრაზილიური მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტალური ფილმების ჩვენება, რომლებიც საუბრობენ სხვა ლუზოფონიურ ქვეყნებზე
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
« იხ. ყველა სიახლე