2014-05-28

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) წამახალისებელი პროგრამები გერმანიაში უმაღლესი განათლების მისაღებად

28 მაისს, 13.00 საათზე გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის  (DAAD)  სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელი მონიკა პრშიბიში წაიკითხავს საინფორმაციო ლექციას სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და დაინტერესებული პირებისთვის თემაზე: ,,გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) წამახალისებელი პროგრამები გერმანიაში უმაღლესი განათლების მისაღებად”.

ღონისძიება საერთაშორისო ეკონომიკურ-პოლიტიკური ფორუმის „თბილისის ბალკონის“ ფარგლებში გაიმართება. „თბილისის ბალკონის“ ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრისა და მასთან არსებული ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების  ქართულ–გერმანული ინსტიტუტი.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ მე -10 (მაღლივი) კორპუსი, 206-ე აუდიტორია


 






 




Print

« იხ. ყველა სიახლე