2016-11-02

სტუდენტური ფოტოკონკურსი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიღძვნილ ფოტოკონკურსს "ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო".  ფოტოკონკურსის შედეგად გამოვლინდება 13 გამარჯვებული. თითოეული მათგანი დაჯილდოვდება ტექნიკის მაღაზიის 500 ლარიანი ვაუჩერით . მოეწყობა გამარჯვებული ფოტოების გამოფენა. ამავე ფოტოების გამოყენებით დაიბეჭდება 2017 წლის სამაგიდო კალენდრები.

ფოტო უნდა ასახავდეს საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური ჯგუფის ცხოვრებას, ყოველდღიურობას, ტრადიციებს, თანაცხოვრებას. ფოტოს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 მეგაბაიტს. თითოეული კონკურსანტისგან შესაძლებელია 3 ფოტოს მიღება. ფოტოკონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები უნდა გამოგზავნონ მისამართზე: press@smr.gov.ge. ფოტოები მიიღება  9 ნოემბრის ჩათვლით.  

კონკურსის მონაწილე ფოტოები განთავსდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ Facebook გვერდზე - https://www.facebook.com/SMRCEgeorgia/?fref=ts

ერთი გამარჯვებული აღნიშნულ გვერდზე  „მოწონებების“ მიხედვით გამოვლინდება, 12-ს კი ჟიური გამოავლენს.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 577 999 773  

ღონისძიებას მხარს უჭერს აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA). ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება.  

Print

« იხ. ყველა სიახლე