2012-10-16

უცხოელი პროფესორების ლექციები თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

2012 წლის ოქტომბრის თვიდან თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ლექციებს წაიკითხავენ ოქსფორდის, ბირტეკის, მაასტრიხტის,  ოსლოს, არიელის,  ბრემენისა და ბოლონიის უნივერსიტეტების პროფესორები. დასწრება თავისუფალია!


პროფ. კარლ შმიტი  – ლექციის თემა: „ინგლისური ლიტერატურა“, თარიღი: 2 - 12 ოქტომბერი, სამუშაო ენა: ინგლისური.
პროფ. ლუის ბუნი  –  ლექციის თემა: „საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია ახალ და უახლეს პერიოდში: მსოფლიო ისტორიის საკვანძო საკითხები“, თარიღი: 2-13 ოქტომბერი,  სამუშაო ენა:  ინგლისური.
პროფ. რეუვენ ენოხი – ლექციის თემა: „ქართული ენის ისტორიისა და დიალექტოლოგიის  საკითხები“, თარიღი: 2-12 ოქტომბერი, სამუშაო ენა: ქართული.
პროფ. სუზან ჯეკსონი  – ლექციის თემა: „ტრანსფორმაციები: ფემინისტური კვლევები და პედაგოგიური მიდგომები“, თარიღი: 15 - 26 ოქტომბერი, სამუშაო ენა: ინგლისური.
პროფ. პაოლო ბიაჯი  –  ლექციის თემა:  „ევროპისა და არაბეთის ზღვის (ინდოეთის ოკეანის) პრეისტორია“, თარიღი: 17 ოქტომბერი - 26 ოქტომბერი, სამუშაო ენა: ინგლისური.
პროფ. ინგებორგ ტონე – ლექციის თემა:  „ენის სწავლების მეტალინგვისტური ასპექტები“, თარიღი: 28 ოქტომბერი - 5 ნოემბერი, სამუშაო ენა: ინგლისური.
პროფ. ანა სონჩინი – ლექციის თემა:   „ფრანკოფონიური ლიტერატურა“, თარიღი: 1–11 ნოემბერი, სამუშაო ენა: ფრანგული.
პროფ. ტასილო შმიდტი   –  ლექციის თემა:  მიკენოლოგია, თარიღი: 6 ნოემბერი - 16 ნოემბერი, სამუშაო ენა:  ინგლისური.
პროფ. ჯან პაოლო რენელო – ლექციის თემა:  „ინფორმატიკა და ლიტერატურა“, თარიღი: 15 ნოემბერი - 20 დეკემბერი, სამუშაო ენა: ინგლისური.
პროფ. ანა გილ-გარსია  –  ლექციის თემა: „Reframind Educational Leadership“, თარიღი: 8 ნოემბერი - 25 ნოემბერი, სამუშაო ენა: ინგლისური.


ლექციებზე ჩაწერის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა.


საკონტაქტო პირი:
გიული შაბაშვილი
ასოცირებული პროფესორი
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური
giuli.shabashvili@tsu.ge
599728873

Print

« იხ. ყველა სიახლე