2013-04-23
24 აპრილს, 12.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორის კონსტანტინე ჭიჭინაძის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიებათა წარდგენა გაიმართება.
კონსტანტინე ჭიჭინაძეს აღმოაჩნდა მწვავე მიელოიდური ლეიკემია, რომლის მკურნალობამ საქართველოში შედეგი ვერ გამოიღო და საჭიროა სასწრაფოდ ჩატარდეს ძვირადღირებული მკურნალობის კურსი საზღვარგარეთ. დღეისთვის მკურნალობის ხარჯები შეადგენს სულ მცირე 150 000 ევროს, რაც შეიძლება გაიზარდოს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში (400 000 აშშ დოლარი).
კონსტანტინე ჭიჭინაძე არის როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ ცნობილი მეცნიერი. 2004 წლიდან დღემდე აქტიურად მოღვაწეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აქვს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, არის 60-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო თეორია და კონცეფცია. კონსტანტინე ჭიჭინაძის ავტორობით არის გამოცემული მონოგრაფია და ორი წიგნი, მათ შორის აშშ-ში 2012 წ. იგი 2005-2009 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის I ხარისხის სტიპენდიანტი. იგი დღემდე არის უცხოური: OpenJournal of Molecular and Integrative Physiology (USA), Psychology Research (USA), International Journal of Brain and Cognitive Sciences (USA), და სამამულო ჟურნალების რედკოლეგის წევრი. კ.ჭიჭინაძე 2001 წლიდან დღემდე – საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის პრეზიდენტია.
თსუ მხარში უდგას კონსტანტინე ჭიჭინაძეს და სამკურნალო თანხის მოსაგროვებლად საქველმოქმედო აქციებს იწყებს, რომელშიც თსუ სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად, სხვადასხვა უნივერსიტეტები, ბიზნესსექტორი ჩაერთვება, დაიდგმება შემოწირულობების ყუთი, გაიმართება საქველმოქმედო კონცერტები და სხვა ღონისძიებები.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსის ფოიე
საკონტაქტო პირი - ელენე ფასური 593 935233
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფეისბუქის გვერდზე https://www.facebook.com/HelpKonstantinChichinadze
« იხ. ყველა სიახლე