2015-05-22

ღია კარის დღე გენდერის კვლევების ინსტიტუტში

29 მაისს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ  ღია კარის დღეზე 2015-2016 სასწავლო წელს გენდერის კვლევის ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებით.

მისამართი: თსუ მე-2 კორპუსი, III სართული, აუდიტორია 336, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი ბიბლიოთეკა.

პროგრამის მოკლე მიმოხილვა:
სამაგისტრო პროგრამა გენდერის კვლევებში არის ამ დარგში პირველი და ერთადერთი სამაგისტრო პროგრამა მთელ კავკასიაში. პროგრამის ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო მჭიდრო თანამშრომლობა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრს (თბილისი), რატგერსის უნივერსიტეტსა (აშშ, ნიუ ჯერსი) და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (უნგრეთი, ბუდაპეშტი) გენდერის კვლევის პროგრამებს შორის. გენდერის კვლევების ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ დასავლური სტანდარტების შესაბამისი სამაგისტრო განათლება სოციალურ მეცნიერებებში; შეისწავლონ გენდერული თანასწორობის საკითხები სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჭრილში, ქალთა უფლებების ისტორიული და თანამედროვე ასპექტები, ფემინისტური თეორიები. სწავლის ხანგრძლივობაა 2 აკადემიური წელიწადი. სწავლების ენა - ქართული.

Print

« იხ. ყველა სიახლე