2016-09-29

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად პარიზი 8 - უნივერსიტეტში (საფრანგეთი)

საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების ქართულ-ფრანგული საბაკალავრო პროგრამის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 სემესტრის სტუდენტებისა (2016-2017 წლის გაზაფხულის სემესტრი) და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებისთვის (2016-2017 წლის შემოდგომის სემესტრი) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად პარიზი 8 - უნივერსიტეტში (საფრანგეთი) http://www.univ-paris8.fr/

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
  • დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი/მასპინძელი უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 10 ოქტომბრის 17 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
  • პასპორტის ასლი
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
  • ნიშნების ამონაწერი (ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • მოტივაციის წერილი (ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
  • ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
აკადემიური პერსონალი:
  • პასპორტის ასლი
  • ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე)
  • მოტივაციის წერილი (ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
  • სამუშაო გეგმის მონახაზი (ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე)
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
სტუდენტები:
5 თვე (გაზაფხულის სემესტრი)
აკადემიური პერსონალი:
14 დღე

სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები:
850 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება (ლიმიტი 530 ევრო)
პერსონალი:
140 ევრო დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება (ლიმიტი 530 ევრო)

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!
Print

« იხ. ყველა სიახლე