მიიღეთ მონაწილეობა სტუდენტურ კონკურსში „თსუ ინოვაცია“, წარმოადგინეთ ინოვაციური ნამუშევრები, მოიგეთ თანხა და აქციეთ იდეები რეალობად.
კონკურსის საპრიზო ფონდი შეადგენს 5000 ლარს.
პროექტი გულისხმობს სტუდენტთა ინოვაციური ნამუშევრების გამოფენა-კონკურსს, რომლის მიზანიცაა თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესებული სტუდენტების აღმოჩენა და მათი ორიგინალური იდეების განხორციელება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის, 7 სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს. კონკურსანტების რეგისტრაცია
25 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობს შემდეგ
ბმულზე.
კონკურსზე მიიღება ინოვაციურ-ტექნოლოგიური ნამუშევრები, როგორც software, ასევე hardware ტიპის პროექტები. პროექტში მონაწილეობა შესაძლებელია გუნდურად ან ინდივიდუალურად. გუნდის წევრთა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 4 მონაწილეს.
კომპეტენტური ჟიური გამოავლენს ფინალისტ გუნდებს, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში თავიანთი პროექტების პროტოტიპებს და საჩვენებელ პრეზენტაციებს შექმნიან და ჟიურის წინაშე წარადგენენ. გამარჯვებულ სამ გუნდზე კონკურსის საპრიზო ფონდი - 5000 ლარი განაწილდება:
პირველი ადგილი - 2500 ლარი
მეორე ადგილი - 1500 ლარი
მესამე ადგილი - 1000 ლარი
კონკურსის ყველა ფინალისტს პატრნიორი კომპანია მაიკროსოფტი ქლაუდ სერვისით სარგებლობის საშუალებას მისცემს, ხოლო გამარჯვებული გუნდი სპეციალურ პრიზს - მობილურ ტელეფონს Microsoft Lumia-ს მიიღებს.
კონკურსის შედეგად შერჩეულ პროექტებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით, სტუდენტები წარმოადგენენ სამეცნიერო გამოფენებსა და სტუდენტურ ღონისძიებებზე.