2016-01-11

ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის 240-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მეჩვიდმეტე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი  2016  წლის 19-21 მაისს   ატარებს ამერიკისმცოდნეობის მეჩვიდმეტე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის 240-ე წლისთავს.

კონფერენციის მიზანია:
  • ამერიკის ისტორიის, სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების, საშინაო და საგარეო პოლიტიკის, კულტურის, ფილოსოფიის, ღირებულებების შესწავლა და ცოდნის გავრცელება
  • ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესწავლა
  • საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ამერიკის პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორებისა და სტუდენტების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება
  • ქართველ ამერიკისმცოდნეთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ, უპირველესად, ამერიკელ კოლეგებთან.
კონფერენციის მოხსენებების თემატიკა, ტრადიციულად, ძალიან ფართოა: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, მასმედია, სამართალი, ეკონომიკა, სოციალური და ქალთა საკითხები და ა.შ.

კონფერენციის გახსნა: 2016  წლის  19  მაისი
მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი (განაცხადის ფორმა იხ. დანართში) და მოხსენების ანოტაცია.

კონფერენციაზე  წარსადგენი ყველა მასალა უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: geoamstud.conference@tsu.ge  არაუგვიანეს 2016 წლის 15 აპრილისა. კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 3 , თსუ II კორპუსი, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი, 165-ე აუდიტორია
ტელ.:  225-06-78 

Print

« იხ. ყველა სიახლე