ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-05-30

ტრენინგი მედიაციაში პროფესორ-მასწავლებლებისათვის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი”, ტეხასის სამართლის სკოლასა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან  (EWMI) თანამშრომლობით ატარებს ტრენინგს მედიაციაშიკ, საქართველოს სამართლის ფაკულტეტების/სკოლების პროფესორ-მასწავლებლებისათვის.
ტრეინინგი მიმართულია, საქართველოში დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სასწავლო კურსის დანერგვასა და კურიკულუმის განვითარებისკენ. ტრეინინგის მიზანია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამართლის ფაკულტეტების/სკოლების პროფესორ-მასწავლებლების მომზადება.
ტრეინინგს გაუძღვება სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის პროფესორი, ”ფრანკ ევანსის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრის” დირექტორი, ქ-ნ კიმ კოვაკი. იგი ჩატარდება მიმდინარე წლის 18-27 ივნისს,

შემდეგი განრიგით:

•    18 ივნისი, ორშაბათი           9.00-18.00 სთ;
•    19 ივნისი, სამშაბათი           9.00-18.00 სთ;
•    20 ივნისი, ოთხშაბათი        9.00-18.00 სთ;
•    21 ივნისი, ხუთშბათი          9.00-18.00 სთ;
•    22 ივნისი, პარასკევი            9.00-18.00 სთ;
•    23 ივნისი, შაბათი                 9.00-18.00 სთ;
•    25ივნისი, ორშაბათი             9.00-18.00 სთ;
•    26 ივნისი, საშაბათი              9.00-18.00 სთ;
•    27 ივნისი, ოთხშაბათი         13.00-17.00სთ.

ტრეინინგი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
დაინტერესების შემთხვევევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV  და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: apply.ncadr@tsu.ge. სათაურის ხაზში (Subject Line) მიუთითეთ: “ტრენინგი მედიაციაში პროფესორ-მასწავლებლებისათვის”.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 5 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის  დაგვიკავშირდით ელ-ფოსტით: apply.ncadr@tsu.ge  ან ტელეფონით:  577553338
Print

« იხ. ყველა სიახლე