2020-01-21

მობილობა

2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა

სტუდენტები, რომლებმაც სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პორტალის საშუალებით მოიპოვეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლება, მომართავენ უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში (ბრძ: №14/01-01, 20.01.2020)

მობილობის ვადები:
პროცედურული ვადები: 
• დოკუმენტაციის მიღება – 10-12 თებერვალი;
• უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება – 13-14 თებერვალი;
• სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი)– 17-18 თებერვალი
• საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 19 თებერვალი;
• მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელეტქრონულად ასახვა - 20 თებერვალი

საგამოცდო ვადები:
(უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი მაგისტრანტებისათვის): 

• უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 13 თებერვალი (10.00 საათი);
• გამოცდის შედეგების გამოცხადება – 13 თებერვალი (17.00 საათი);  
• გამოცდის შედეგების გასაჩივრება -  14 თებერვალი;
• აპელაციის შედეგების გამოცხადება -  14 თებერვალი;
• გამოცდა სპეციალობაში - 14 თებერვალი;
• გამოცდის შედეგების გამოცხადება - 17 თებერვალი;
• გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 18 თებერვალი;
• აპელაციის შედეგების გამოცხადება - 18 თებერვალი.

ვაკანტური ადგილები:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ თსუ-ს რექტორის ბრძანება  ( ბრძ: №7/01-01, 20.01.2020)

მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები: 

• სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
• პირადობის მოწმობის ასლი; 
• წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
• სტუდენტის სასწავლო ბარათი;
• უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
• უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის  დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - „CERTUS“-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);


საკონტაქტო ინფორმაცია:


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ I კორპუსი, ოთახი №208; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 1723; 1725; 1727; 1730; 1732)

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ VI კორპუსი, I სართული, ოთახი №207;  ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 6220; 6221; 6224; 6235).

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსი, III სართული, ოთახი №301; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 9740; 9741; 9739).

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა „ტურიზმი“- ტურიზმის სკოლა
მის.: ქ. თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. №44; II სართული, ოთახი №201; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 8521; 8524; 8525; 8530). 

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა
მის.: ქ. თბილისი, ზანდუკელის ქ. N16, ტელ: (+995) 322 507 177.

მედიცინის ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი N330 (კანცელარია). ტელ.: (+995 32) 2 25 04 84  შიდა 1921;

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N107, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 3220; 3223).

Print

« იხ. ყველა სიახლე