2014-04-17

დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემია ლიდერთა მასტერკლასების პროგრამას იწყებს

საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემია აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით იწყებს ოფიციალურ საქმიანობას. აკადემიის მიზანია, ხელი შეუწყოს დიპლომატიის მნიშვნელობის ზრდას ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში და აღჭურვოს ახალი თაობის პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერები პიროვნული და პროფესიული უნარებით.

2014 წლის აპრილში აკადემია იწყებს ლიდერთა მასტერკლასების პროგრამის განხორციელებას, რომლის ამერიკულმა მოდელმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვება ამერიკულ და ევროპულ საგანმანათლებლო წრეებში. პროექტის კურსდამთავრებულები დღეს წარმატებული და გამორჩეული პროფესიონალები არიან დიპლომატიაში, პოლიტიკაში, ბიზნესსა თუ სხვა საზოგადოებრივ სფეროში. ლიდერთა მასტერკლასები პირველი პროექტია სამხრეთ კავკასიაში და ის სწორედ საქართველოში იწყება. პროექტს მხარს უჭერს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობა, ბიზნეს საზოგადოება და საერთაშორისო ფონდები. ლიდერთა მასტერკლასების მიზანია, ახალგაზრდების პიროვნული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, მათი პრაქტიკული და აკადემიური მომზადება წარმატებული ლიდერობისა და კარიერისათვის ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე. სწავლების მეთოდიკა ეფუძნება საერთაშორისო პროფესიულ სტანდარტებს, თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით.

საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ განახადის ფორმა და რეზიუმე და გამოგზავნოთ არაუგვიანეს 20 აპრილისა. კომისია განიხილავს თქვენ განაცხადებს და შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.

დამატებითი ინფორმაცია
განაცხადის ფორმა

Print

« იხ. ყველა სიახლე