შიდა მობილობის ვაკანტური ადგილები განისაზღვრება ფაკულტეტების მიერ და აისახება შიდა მობილობის ელექტრონულ პორტალზე.
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირი
•
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს თსუ-ს სტუდენტს.
•
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს სტუდენტს იმ შემთხვევაშიც, როცა მას შიდა მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის მომენტისათვის შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.
•
სამჯერ ერთსა და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის მიმართ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ რექტორის ბრძანების გამოცემამდე, მობილობა შესაძლებელია მხოლოდ იმ პროგრამაზე, რომელზეც ხსენებული კურსი სავალდებულო სასწავლო დისციპლინას არ წარმოადგენს ან არ წარმოადგენდა
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა
•
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.
•
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება ეზღუდება დამატებითი სემესტრის სტუდენტს.
1.
საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა -
10 - 11 თებერვალი;
•
შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა -
12-16 თებერვალი;
•
შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება -
17 თებერვალი;
•
საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება -
18-21 თებერვალი;
•
ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან -
24-25 თებერვალი;
•
საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა -
26 თებერვალი;
•
შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება -
26 თებერვალი;
•
სტუდენტი შიდა მობილობის მსურველის სტატუსს მოიპოვებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციით.
•
სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არა უმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამისა. რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას იგი ვალდებულია განსაზღვროს მათი პრიორიტეტულობა.
ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება
•
სტუდენტი, რომელმაც მოიპოვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლება, უფლებამოსილია მიმართოს საგანმანათლებლო ერთეულს შეთანხმების ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე -
24-25 თებერვალი;
•
შიდა მობილობის მსურველი, რომელიც რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში არ მიმართავს ფაკულტეტს და არ გააფორმებს ხელშეკრულებას, კარგავს აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლებას.
ადმინისტრაციული რეგისტრაცია
მიუხედავად შიდა მობილობის კონკურსში მონაწილეობის მიღებისა, სტუდენტმა 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ადმინისტრაციული რეგისტრაცია უნდა გაიაროს რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
მის.: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ II კორპუსი, ოთახი №108, ტელ.:; (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 2326).
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ, I კორპუსი, ოთახი №208 (სტუდენტთა მომსახურების ცენტრი); ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა -1723; 1725; 1727; 1730; 1732).
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ, VI კორპუსი, ოთახი №207; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 6220; 6221; 6224; 6235).
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსი, III სართული, ოთახი №301; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 9740; 9733; 9739; 9741).
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა „ტურიზმი“- ტურიზმის სკოლა
მის.: ქ. თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. №44; II სართული, ოთახი №201; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 8521; 8524; 8525; 8530).
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა
მის.: ქ. თბილისი, ზანდუკელის ქ. N16, ტელ: (+995) 322 507 177.
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N107, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 3220; 3223; 3224).