ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-11-08

სტუდენტური კონფერენცია - „ქალები საგარეო პოლიტიკასა და დიპლომატიაში“

11 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე აწყობს სტუდენტურ კონფერენციას - „ქალები საგარეო პოლიტიკასა და დიპლომატიაში“ (Women in Foreign Policy and Diplomacy).

კონფერენცია ხორციელდება პროექტის - „აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის მოდელირების სემინარები გოგოებისთვის“ ("U.S. Foreign Policy and Model Diplomacy Seminars for Girls") - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების/ალუმნი პროგრამის (Democracy Outreach/Alumni Program) ფარგლებში.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების ნებისმიერი აკადემიური მიმართულებისა და საფეხურის სტუდენტ გოგონებს.

კონფერენციის მოხსენებების თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
•გენდერული თანასწორობისა და ქალთა ჩართულობის მნიშვნელობა საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის სხვადასხვა მიმართულებაში;
•ცნობილი ამერიკელი ქალი მოღვაწეები საგარეო პოლიტიკის სფეროში და მათი გავლენა აშშ-ის დიპლომატიაზე;
•ქალთა ლიდერობის საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის სფეროში;

კონფერენციაში მონაწილეობით დაინტერესებულმა სტუდენტმა უნდა გამოაგზავნოს:
•შევსებული სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/forms/lZpRRgY16QgQDlR03
•საკონფერენციო მოხსენების პრეზენტაცია (Power Point ფორმატში, 15-17 სლაიდი);

ინფორმაცია მონაწილეებისთვის:
•საკონფერენციო მოხსენებას შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ავტორი;
•საკონფერენციო მოხსენება და პრეზენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. პრეზენტაციაში წარმოდგენილი ტექსტის ფონტად უნდა იყოს გამოყენებული Sylfaen;
•საკონფერენციო მოხსენების პრეზენტაციას პირველ სლაიდზე მითითებული უნდა ჰქონდეს ავტორის სრული სახელი, უნივერსიტეტი, მოხსენების სრული სათაური და წელი (2018);
•საკონფერენციო მოხსენების პრეზენტაციას ბოლო სლაიდზე მითითებული უნდა ჰქონდეს გამოყენებული ლიტერატურის სია;
•საკონფერენციო მოხსენების ფაილს სახელად მიუთითეთ თქვენი გვარი და სახელი;
•საკონფერენციო პრეზენტაცია სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ უნდა გადმოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: wginfpd@gmail.com
•ელ-ფოსტაზე საკონფერენციო პრეზენტაციის გამოგზავნისას სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ: „#WGinFPD-ის კონფერენციის პრეზენტაცია - თქვენი სრული სახელი“

მნიშვნელოვანი თარიღები:
•კონფერენციის სარეგისტრაციო პროცესის გამოცხადების თარიღი: 2018 წლის 7 ნოემბერი;
•კონფერენციის სარეგისტრაციო პროცესის დასრულებისა და პრეზენტაციის გამოგზავნის ბოლო თარიღი: 2018 წლის 22 ნოემბერი, 17:00 სთ;
•კონფერენციაში მონაწილეობისთვის შერჩეული მოხსენებების/პრეზენტაციების ავტორებთან დაკავშირება: 2018 წლის 25 ნოემბერი;
•კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2018 წლის 11 დეკემბერი;

კონფერენციის ჩატარების ადგილი: თსუ, I კორპუსი, აუდიტორია #115.

არასრული, დაგვიანებული ან არათემატური მოხსენებების პრეზენტაციები და სარეგისტრაციო მასალები არ განიხილება. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. საკონფერენციოდ შერჩეული მოხსენებების პრეზენტაციები განთავსდება პროექტის ვებგვერდზე www.wginfpd.weebly.com
კონფერენციის შესახებ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: wginfpd@gmail.com ან ეწვიეთ ფეისბუქ გვერდს: www.facebook.com/wginfpd





Print

« იხ. ყველა სიახლე