ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-06-02

საერთაშორისო კონფერენცია "მოქალაქე და სამოქალაქო განათლება პოსტ-სოციალისტურ სახელმწიფოებში"

6-7 ივნისს, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია "მოქალაქე და სამოქალაქო განათლება პოსტ-სოციალისტურ სახელმწიფოებში".

დასაწყისი 10.30 საათზე. თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

მკვლევარები და მეცნიერები არაერთი ქვეყნიდან მათ შორის, საქართველოდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, უნგრეთიდან, თურქეთიდან, ტაჯიკეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან წარმოადგენენ მოხსენებას სამოქალაქო განათლების სხვადასხვა ასპექტების შესახებ.

სინქრონული თარგმანი განხორციელდება ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

აღნიშნული კონფერენცია ხორცილდება "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის" მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.

Print

« იხ. ყველა სიახლე