ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-11-24

საერთაშორისო სიმპოზიუმი „კავკასია ევრაზიის პალეომეტალების კულტურათა სისტემაში“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 წლის ოქტომბერში გეგმავს საერთაშორისო სიმპოზიუმს თემაზე „კავკასია ევრაზიის პალეომეტალების კულტურათა სისტემაში“ .

სიმპოზიუმი, რომლის თემატიკა მოიცავს პერიოდს ძვ.წ. 5 ათასწლეულიდან ვიდრე ძვ.წ. 2 ათასწლეულის მიწურულამდე, ეხება ადრეული ლითონების ხანის კულტურებს კავკასიასა და მიმდებარე რეგიონებში, მათ ურთიერთკავშირს, საწარმოო კერების ლოკალიზაციისა და ტექნოლოგიის საკითხებს, ლითონებთან დაკავშირებული ინტერდისციპლინარული კვლევის სპეციფიკასა და შედეგებს და ასევე, ადრეულ ლითონებთან დაკავშირებულ ყველა სამეცნიერო სპექტრს.

სიმპოზიუმთან დაკავშირებული პირველი ცირკულარი გამოქვეყნდება 2014 წლის 15 დეკემბერს.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: caucasusmetal@gmail.com

Print

« იხ. ყველა სიახლე