2015-02-11
საგაზაფხულო სკოლა - „ლიდერი“
თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი იწყებს ახალ საგაზაფხულო სკოლის პროექტს -
„ლიდერი“ (13 მარტიდან 20 ივნისის ჩათვლით).
პროექტი მიზნად ისახავს თსუ ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის 20 საუკეთესო სტუდენტის შერჩევას და მათთვის სემინარების (ტრენინგების) ჩატარებას ეკონომიკის და ბიზნესის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.
სემინარებს ჩაატარებენ სახელმწიფო აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და წარმატებული ბიზნესმენები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმღვანელი პირები, ასევე ეკონომიკის სფეროს სხვადასხვა ექსპერტები და დარგობრივი სპეციალისტები. მონაწილე სტუდენტები სემინარების პარალელურად ჩაერთვებიან თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის საქმიანობაში: კვლევებში, კონფერენციებში, საჯარო შეხვედრებში, დისკუსიებსა და სხვადასხვა პროექტებში.
გამორჩეული სტუდენტები პროექტის დასრულების შემდეგ დაჯილდოვდებიან საკონფერენციო მივლინებით საზღვარგარეთ, ფასიანი პრიზებით და სიმბოლური საჩუქრებით. თითოეულ მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სხვადასხვა კატეგორიის სერთიფიკატები. აგრეთვე, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გამოაქვეყნონ თავიანთი სამეცნიერო და ანალიტიკური კვლევები თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ვებგვერდზე.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:
კონკურსის ეტაპები:
I ეტაპი: ტესტირება უცხო ენასა და ზოგად უნარებში;
II ეტაპი: გასაუბრება (ინგლისურ ენაზე).
საბუთების წარდგენა: 2015 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.
ტესტირება და გასაუბრება: 2015 წლის 2-7 მარტის ჩათვლით.
საკონტაქტო ინფორმაცია: tapc@tsu.ge
https://www.facebook.com/TSUAPC
https://www.facebook.com/events/1536803529918387/

- CV ფოტოსურათით;
- GPA min 3.0;
- ინგლისური ენის ცოდნა min B2.
კონკურსის ეტაპები:
I ეტაპი: ტესტირება უცხო ენასა და ზოგად უნარებში;
II ეტაპი: გასაუბრება (ინგლისურ ენაზე).
საბუთების წარდგენა: 2015 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.
ტესტირება და გასაუბრება: 2015 წლის 2-7 მარტის ჩათვლით.
საკონტაქტო ინფორმაცია: tapc@tsu.ge
https://www.facebook.com/TSUAPC
https://www.facebook.com/events/1536803529918387/
« იხ. ყველა სიახლე