ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-01-20

სემინარების სერია "ევროპეიზაცია საქართველოში: პოლიტიკური, სოციალური და კულტურული განზომილებები"

სემინარების სერია "ევროპეიზაცია საქართველოში: პოლიტიკური, სოციალური და კულტურული განზომილებები"

ორგანიზატორი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
თარიღი: 13-15 თებერვალი , 2017 წ.
ადგილი: თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამუშაო ენა: ქართული

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი იწვევს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის (მე-3 და მე-4 კურსი), მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს სამდღიან სემინარში მონაწილეობის მისაღებად თემაზე „ ევროპეიზაცია საქართველოში: პოლიტიკური, სოციალური და კულტურული განზომილებები“, რომელიც გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წლის 13-15 თებერვალს. სემინარების სერია ხორციელდება ცენტრის პროექტის „საქართველოს ევროპეიზაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება აკადემიურ სივრცეში“ ფარგლებში Erasmus+ Jean Monnet Activities ფინანსური მხარდაჭერით.

სემინარების მომდევნო ეტაპზე პროექტის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ EU Talks-ში, რაც გულისხმობს საქართველოს ევროპეიზაციის საკითხებზე პრეზენტაციის მომზადებას და ფართო აუდიტორიისთვის  წარდგენას.

პროექტის მიზანია საქართველოს ევროპეიზაციის შესახებ ცოდნის გავრცელება და აკადემიურ სივრცეში სადისკურისიო პლატფორმის შექმნა. პროექტი მიზნად ისახავს სემინარების სერიის ჩატარებას საქართველოს რვა უნივერსიტეტში. თითოეული სემინარი შედგება ექვსი სესიისგან, რომელიც განაწილებულია სამ სამუშაო დღეზე. თითო სესიის ხანგრძლივობაა 1,5 საათი (2 სესია დღეში). აპლიკანტებმა უნდა აირჩიონ და დაესწრონ მინიმუმ სამ სესიას იმისთვის, რომ მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიიღონ.  

სემინარების თემატიკა:
ევროპეიზაციის მექანიზმები საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკის ხედვა ევროპეიზაციის კონტექსტში
ევროპეიზაცია და პოლიტიკური ინსტიტუტები და აქტორები საქართველოში
ქართული ეროვნული იდენტობა ევროპეიზაციის კონტექსტში
უმაღლესი განათლების რეფორმა ევროპეიზაციის კონტექსტში
პოლიტიკური და პოპულარული დისკურსები ევრეპეიზაციის შესახებ საქართველოში

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
•იყოს თსუ-ს ბაკალავრიატის (მე-3 და მე-4 კურსი), მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტი;
•იყოს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების წარმომადგენელი (პოლიტიკური მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ეკონომიკა, ჟურნალისტიკა, განათლება, ა.შ.);
•იყოს მოტივირებული და დაინტერესებული სემინარების ფარგლებში წარმოდგენილი საკითხებით და მზად იყოს, რომ EU Talks-ში მონაწილეობის მისაღებად

კონკურსში მონაწილეობისთვის აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ:
შევსებული სარეგისტრაციო ფორმა (ფორმაში უნდა მიუთითონ, რომელ სემინარებზე სურთ დასწრება);
აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ცნობა სტუდენტობის შესახებ;
სამოტივაციო წერილი: აპლიკანტებმა არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთონ სემინარებში მონაწილეობის ინტერესი და სურვილი.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 30 იანვარი, 2017 წ.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: jeanmonnet@css.ge.
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: “Jean Monnet Seminars“
 

Print

« იხ. ყველა სიახლე