ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-07-06

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მაგისტრატურაში კონფლიქტის ანალიზის და მართვის სპეციალობაზე

პროგრამა მომზადებულია აშშ-ის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის  და  დენვერის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად  და შეესაბამება მათ სამაგისტრო პროგრამებს.
კონფლიქტის ანალიზის და მართვის სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები, რომლებიც წარმატებით იმუშავებენ სამთავრობო სტრუქტურებში, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში,  საერთაშორისო ექსპერტების რანგში მათ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონფლიქტების პრევენციასა და მოგვარებაში.  

პროგრამა 2005 წლიდან ფუნქციონირებს და მისი კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, შვედეთის, ნორვეგიის, იაპონიის, დანიის, და ესპანეთის უნივერსიტეტებში.

სტუდენტები გაივლიან საზაფხულო პრაქტიკას აშშ-ს უნივერსიტეტებში.  

მიღების წინაპირობები და წესი:

მაგისტრატურაში მიიღება ნებისმიერი სპეციალობის ბაკალავრის ან  5 წლიანი უნაღლესი განათლების მქონე დიპლომის მფლობელი,  რომელმაც გადალახა ეროვნული სამაგისტრო გამოცდებში მინიმალური ზღვარი. მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველები აბარებენ წერილობით გამოცდას კონფლიქტოლოგიაში და უცხოენას B -1 დონეზე.
იხ. თსუ-ს ვებ გვერდი www.tsu.edu.ge  


მისაღები საბუთების ნუსხა და მიღების ვადები გამოცხადდება მოგვიანებით.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით
ტელ: 2 252095, 595 232193, 577 431617, ელფოსტა mgiorgashvili@yahoo.com
Print

« იხ. ყველა სიახლე