ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-11-12

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტში (ბულგარეთი)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად 
ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტში (ბულგარეთი) http://vumk.eu/

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს.

სასწავლო მიმართულებები:
ბიზნესი, ტურიზმი
საგნების ჩამონათვალი (დანართი 1)

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 18 ნოემბრის 16:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

სტიპენდიის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი (2015/2016 წლის გაზაფხულის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს: ყოველთვიური სტიპენდია 750 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!!!
Print

« იხ. ყველა სიახლე