ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-09-30

თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ბაკალავრიატის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!

საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრიატის მე-7 სემესტრის, კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის სამაგისტრო პროგრამების მე-3 სემესტრის სტუდენტებისა (2016-2017 გაზაფხულის სემესტრი) და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებისათვის (2016-2017 გაზაფხულის სემესტრი) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში (საფრანგეთი) https://www.insa-rennes.fr/

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი/მასპინძელი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 28 ოქტომბრის 17 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:

აკადემიური პერსონალი:

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
სტუდენტები:

4-5 თვე (გაზაფხულის სემესტრი)
აკადემიური პერსონალი:
5 დღე

სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები:
850 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება (ლიმიტი 530 ევრო)
პერსონალი:
140 ევრო დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება (ლიმიტი 530 ევრო)

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!

*2016 წლის 12 ოქტომბრის ენის ტესტირებაზე დარეგისტრირების მსურველებმა დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ შემდეგი ბმული.

Print

« იხ. ყველა სიახლე