29 ივლისს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონია გაიმართება. კურსდამთავრებულები უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში უნდა მობრძანდნენ ღონისძიების დაწყებამდე 30 წუთით ადრე.
მანტიების გაცემა მოხდება 25-26 ივლისს 10.00-18.00სთ ფაკულტეტების დეკანატებში:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - II კორპუსი, ოთახი №044
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - I კორპუსი, ოთახი №201
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - VI კორპუსი, ოთახი №207
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - X (მაღლივი) კორპუსი, ოთახი №204
მედიცინის ფაკულტეტი - ჭიაურელის ქ.2, ოთახი №30
იურიდიული ფაკულტეტი- II კორპუსი, ოთახი № 133
მანტიების დაბრუნება უნდა მოხდეს იმავე მისამართებზე 30-31 ივლისს 10.00-18.00 სთ.