ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი და აბიტურიენტთა სამსახური საჯარო და კერძო სკოლების მე-10 -11 კლასის მოსწავლეებს სთავაზობს
კონკურსს წაკითხულის გააზრებაში.
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარების განვითარებას.
კონკურსის წესები:
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-10-11 კლასის მოსწავლეებს;
- ტექსტებზე მუშაობის ხანგრძლივობა - 90 წუთი;
- მოსწავლეს ევალება 3 სამეცნიერო-პოპულარული ტექსტის ანალიზი;
- ყოველი ტექსტი შეიცავს კითხვებსა და სავარაუდო პასუხებს;
- შეფასების მაქსიმალური ქულა - 25.
საუკეთესო 10 შედეგის მქონე მოსწავლეს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ზაფხულის სკოლაში.
პირველი სამი შედეგის მქონე მოსწავლეს გადაეცემა თსუ აბიტურიენტთა განყოფილების ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსის 10% ფასდაკლების ბარათი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა
11 ივნისის 24:00 სთ-მდე უნდა გამოგზავნონ აპლიკაციის შევსებული ფორმა (ბმულის სახით იხილეთ
აპლიკაცია).
კონკურსი ჩატარდება ერთ ეტაპად,
14 ივნისს, ოთხშაბათს, 15:00 სთ-ზე, თსუ საგამოცდო ცენტრში (მის: უნივერსიტეტის ქ. 11).
შედეგები გამოქვეყნდება
16 ივნისს, 18.00 სთ-მდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 597 222 616