2013-01-28
თუ გსურს გახდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დესპანი სკოლაში -
ჩაერთე პროექტში „თსუ დესპანი“.
პროექტი „თსუ -დესპანი“ მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებისთვის უნივერსიტეტის გაცნობას. პროექტის ფარგლებში სტუდენტები სკოლის მოსწავლეებს უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია თსუ-ს ნებისმიერი საფეხურის სტუდენტს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), რომელიც დაინტერესებულია პროექტით და სურს გახდეს თსუ-დესპანი.
ყველა მონაწილე, რომელიც გახდება უნივერსიტეტის დესპანი, 5 თებერვლიდან 1მარტის ჩათვლით რაიონში (რაიონებს ირჩევს ყველა მონაწილე საკუთარი სურვილით) არსებულ სკოლებში წაიკითხავს ლექციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ.
სკოლის შერჩევის მინიმალური კრიტერიუმებია:
-
სკოლა რომელიც თქვენ დაამთავრეთ;
-
ყველაზე წარმატებული სკოლა რაიონში;
-
კერძო სკოლა რაიონში.
ყველა რესურსცენტრს წინასწარ დაეგზავნება ინფორმაცია პროექტის შესახებ. თავის მხრივ, პროექტის მონაწილეებს ექნებათ ოფიციალური დოკუმენტი (თსუ-ს მიმართვა განათლების სამინისტროს), რომლის საფუძველზეც სტუდენტს შეეძლება სკოლაში ლექციის წაკითხვა.
ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. პროექტის დასრულების შემდეგ კი მოეწყობა საერთო პრეზენტაცია, რომელიც მომზადდება იმ მასალებით (ფოტოები და შთაბეჭდილებები), რომელსაც მოგვაწვდიან პროექტში მონაწილე სტუდენტები.
პროექტის ყველა მონაწილეს ექნება ლექციების ჩატარებისთვის საჭირო ყველა მასალა ( ინფორმაცია და პრეზენტაციები).
პროექტის ყველა მონაწილეს ჩაუტარდება ტრეინინგი რეგიონებში წასვლამდე და გადაეცემა ყველა მასალა, რომელიც საჭიროა პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, როგორც თსუ-დესპანის ფეისბუქის გვერდზე, ასევე შემდეგ მისამართზე: tsudespani@yahoo.com
პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და 2 თებერვლამდე გამოგზავნონ CV-სთან ერთად ზემოთ მითითებულ მისამართზე.
საკონტაქტო პირები: ქეთევან მურუსიძე 598-68-03, თამუნა ნიკოლეიშვილი 595 707 507, ოთო კობახიძე 558 190 829, გიორგი გრიგოლაშვილი 555-65-41-40, ქეთი სართანია 557 36 33 76, მარინა ლომოური 577-24-45-24
სააპლიკაციო ფორმა
« იხ. ყველა სიახლე