2017-05-10
საზაფხულო სკოლა ათათურქის უნივერსიტეტში
თურქოლოგიის ან თურქული როგორც მეორე უცხო ენის სასწავლო კურსის სტუდენტთათვის!
2017 წლის 3-14 ივლისის ჩათვლით ათათურქის უნივერსიტეტი (ქ. ერზურუმი) ორგანიზებას უწევს რიგით მეთერთმეტე საზაფხულო სკოლას „კულტურათაშორისი დიალოგი“, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტები დააგროვებენ 3 კრედიტს.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების საშუალება ეძლევა თსუ-ის, თურქოლოგიის ან თურქული როგორც მეორე უცხო ენის სასწავლო კურსის, ორ სტუდენტს, რომლებიც ასევე უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას (B1).
სწავლის, კვებისა და საცხოვრებელ ხარჯებს ანაზღაურებს მასპინძელი მხარე, მგზავრობის და დაზღვევის თანხას იხდის სტუდენტი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს თსუ-ის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტში 15-22 მაისის 17:00 საათამდე.
რეგისტაციისას კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• ავტობიოგრაფია (CV) ინგლისურ ენაზე;
• მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ ერთი გვერდი);
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
• სტუდენტის აკადემიური მოსწრების (GPA) დამადასტურებელი დოკუმენტი;
• ცნობა სტუდენტის სტატუსი შესახებ;
იხილეთ პროგრამა
საკონკურსო დოკუმენტაციას ჩაიბარებს თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის კოორდინატორი ნათია კალანდაძე, თსუ-ს პირველი კორპუსი, ოთახი №121

« იხ. ყველა სიახლე