2020-02-24

ეკონომიკური დებატები-ბსუ 2020

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა თავისუფალი და სამეცნიერო პროექტების კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების ორგანიზებით ტარდება საგანმანათლებლო პროექტი „ეკონომიკური დებატები-ბსუ 2020“.
პროექტის მიზანია სხვადასხვა უნივერსიტეტების ეკონომიკის/ბიზნეს პროფილის სტუდენტების ურთიერთობის გაღრმავების პროცესის ხელშეწყობა ფორმალური დებატების გზით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობითა და ხელშეწყობით.
პროექტის ჩატარების დრო 14-15 მარტი.
პროექტი მოიცავს ინტენსიურ ტრენინგ-კურსს დებატების ტექნიკაში, კერძოდ, საპარლამენტო ფორმატში და ეკონომიკური დებატების ტურნირს. 
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ არამხოლოდ ბათუმის, არამედ თბილისისა და ქუთაისის უმაღლესი საგანმანათებლო დაწესებულების სტუდენტები.
პროექტის ფარგლებში სრულად იქნება ანაზღაურებული ცხოვრების, კვებისა და სატრენინგო მასალების ხარჯები.
პროექტის შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.
Print

« იხ. ყველა სიახლე