ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-12-18

მიგრანტის საერთაშორისო დღე თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი მიგრანტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

"მიგრანტის საერთაშორისო დღის აღნიშვნისას მოდით, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ ჩვენს მონდომებას, ჩამოვაყალიბოთ მრავალფეროვანი და ღია საზოგადოებები, რომლებიც ყველა მიგრანტს  შესთავაზებს შესაძლებლობებსა და ღირსეულად ცხოვრების საშუალებას."
ბან კი-მუნი

მიგრანტის საერთაშორისო დღის (18 დეკემბერი) აღსანიშნავად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი 18-19 დეკემბერს მიგრაციის ლექციათა სერიას მასპინძლობს. ლექციათა სერია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის - ENIGMMA - ფარგლებში მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით არის ორგანიზებული.

ღონისძიებაზე გამომსვლელად მოწვეულია ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორი იან რეთი.
ლექციათა სერია შემდეგ საკითხებს მიეძღვნება:
1. საერთაშორისო მიგრაცია;
2. იმიგრანტთა ინტეგრაცია.

ლექციათა სერია 18 და 19 დეკემბერს, 18:00 საათიდან თსუ I კორპუსის 115-ე აუდიტორიაში გაიმართება.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდით:
ili@tsu.ge საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
enigma@icmpd.org ENIGMMA პროექტი, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი.

Print

« იხ. ყველა სიახლე