2013-03-25
ამერიკისმცოდნეობის მეთოთხმეტე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი 2013 წლის
16-18 მაისს ატარებს
ამერიკისმცოდნეობის მეთოთხმეტე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას.
კონფერენცია ეძღვნება პრეზიდენტ აბრაჰამ ლინკოლნის გეტისბურგში სიტყვით გამოსვლის 150-ე წლისთავს.
კონფერენციის მიზანი:
კონფერენციისთვის წარსადგენი მოხსენებების თემატიკა ძალიან ფართოა: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, მასმედია, სამართალი, ეკონომიკა, სოციალური და ქალთა საკითხები და ა.შ.
განსაკუთრებით მივესალმებით ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე წარმოდგენილ მოხსენებებს და შედარებითი კვლევის შედეგებს.
კონფერენციის გახსნა: 2013 წლის 16 მაისი, 11:00.
მისამართი : ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1,
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.
კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა, როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი), უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: geoamstud@yahoo.com არაუგვიანეს 2013 წლის 20 აპრილისა.
კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი,ოთახი 165. ტელ : 225-06-78
ENG

- ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესწავლის განვითარება;
- ცოდნის გავრცელება ამერიკის ისტორიის, სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების, საშინაო და საგარეო პოლიტიკის, კულტურის, ფილოსოფიის, ადათ-ჩვევების, ღირებულებების შესახებ ;
- საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ამერიკის პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორებისა და სტუდენტების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება ;
- ქართველ ამერიკისმცოდნეთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ, უპირველესად, ამერიკელ კოლეგებთან.
კონფერენციისთვის წარსადგენი მოხსენებების თემატიკა ძალიან ფართოა: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, მასმედია, სამართალი, ეკონომიკა, სოციალური და ქალთა საკითხები და ა.შ.
განსაკუთრებით მივესალმებით ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე წარმოდგენილ მოხსენებებს და შედარებითი კვლევის შედეგებს.
კონფერენციის გახსნა: 2013 წლის 16 მაისი, 11:00.
მისამართი : ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1,
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- მოხსენების სათაური, მომხსენებლის სახელი და გვარი ;
- აკადემიური სტატუსი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
- რეზიუმე (მაქსიმუმ 300 სიტყვა, ქართულად და ინგლისურად);
- ხელმძღვანელის რეკომენდაცია (მხოლოდ სტუდენტებისათვის);
გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.
კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა, როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი), უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: geoamstud@yahoo.com არაუგვიანეს 2013 წლის 20 აპრილისა.
კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი,ოთახი 165. ტელ : 225-06-78
ENG
« იხ. ყველა სიახლე