ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-10-30

საერთაშორისო კონფერენცია „რენესანსული ჰუმანიზმი“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი   2013 წლის 12-13 დეკემბერს ატარებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე „რენესანსული ჰუმანიზმი“.
            
კონფერენცია ეძღვნება თსუ-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის აკადემიკოსის შალვა ნუცუბიძის 125-ე წლისთავს.

კონფერენციის მიზანია:    

კონფერენციისთვის წარსადგენი მოხსენებების თემატიკა მოიცავს ფილოსოფიის დარგებს, რუსთველოლოგიის, საუნივერსიტეტო თეოლოგიის, მედიევისტიკის, ანთროპოლოგიის, კულტუროლოგიის,  ისტორიის, რელიგიის, ლიტერატურის, ხელოვნების სფეროებს. განსაკუთრებით მივესალმებით ყველა სფეროში შალვა ნუცუბიძის ფილოსოფიური მემკვიდრეობის გარშემო წარმოდგენილ მოხსენებებს და შედარებითი კვლევის შედეგებს.


კონფერენციის გახსნა: 2013 წლის 12დეკემბერს, 10:00 საათზე.
მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 1,

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.

კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა, როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი), უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: demuri.jalagonia@tsu.ge, ან  anastasia.zakariadze@tsu.ge,  არაუგვიანეს 2013 წლის 15 ნოემბრისა.
კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.

მისამართი: ოთახი 205, თსუ ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  II კორპუსი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. 3.
ტელ : 222-11-89


 

Print

« იხ. ყველა სიახლე