ბეჭდვა |/ დახურვა |
4-7 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი და არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი ატარებს კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესს. კონგრესის თემააა; ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო კავკასიის კულტურულ-ცივილიზაციურ კონტექსტში (ისტორია, თანამედროვეობა და პერსპექტივები).
კონგრესის მიზანია, გამოკვეთოს საქართველოს როლი კავკასიის რეგიონის კულტურულ-ცივილიზაციური კონტექსტის ისტორიულ ჭრილში; განსაზღვროს კავკასიის რეგიონის წინაშე არსებული ჰუმანიტარულ-ეკოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები; შეიმუშაოს გამოწვევათა გადასაჭრელად გასატარებელი აქტივობების სამეცნიერო საფუძვლები; გამოკვეთოს კავკასიის ინტეგრაციის პერსპექტივა რეგიონალიზაციისა და გლობალიზაციის კონტექსტში; განსაზღვროს კავკასიის ლინგვოკულტურული და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების შესაძლებლობები.
კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესი იმუშავებს სექციებად დარგების მიხედვით:
ენათმეცნიერება, სოციოლინგვისტიკა (3 სექციად)
ისტორია (2 სექციად)
არქეოლოგია
კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა
ეთნოლოგია
ფოლკლორი, ლიტერატურა
ეკოლოგია, გეოპოლიტიკა, გეოეკონომიკა
კონგრესის თემები აგებულია ქართულ-კავკასიური კულტურის რეგიონალიზაციისა და გლობალიზაციის საკითხთა ისტორიულ-რეტროსპექტიული ანალიზის პრინციპებზე.
კონგრესზე წარმოდგენილ სამეცნიერო მოხსენებათა თემებია:
საქართველოს როლი და ადგილი კავკასიის კულტურულ-ცივილიზაციურ განვითარებაში (ისტორია, თანამედროვეობა და პერსპექტივები)
კავკასიის ხალხთა ეთნოგენეზისა და პოლიტოგენეზის აქტუალური პრობლემები; კავკასიის კულტურულ-ანთროპოლოგიური კვლევები (არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტუროლოგია, ფოლკლორი, ლიტერატურა)
საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები თანამედროვე კავკასიაში (ეთნონაციონალური და კონფესიური ფაქტორები)
კავკასიის გეოპოლიტიკა (გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური მიდგომები; ეთნოკონფლიქტები)
ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლები ჩრდილოეთ კავკასიაში
კავკასიის თემატიკა საერთაშორისო კავკასიოლოგიურ კვლევათა ცენტრებში
საქართველო - კავკასიოლოგიური კვლევებისა და სწავლების ცენტრი
გეოლინგვისტური თეორიები; ევროკავშირი, ევრაზიული კავშირი და კავკასიის რეგიონი
კავკასიის ენების ფუნქციონირების საკითხები (ისტორია და თანამედროვეობა)
კავკასიის ენათა სისტემა-სტრუქტურისა და არეალური ლინგვისტიკის საკითხები
ქართულ-კავკასიური ეტიმოლოგიური კვლევების საკითხები.
კონგრესი რეგულარურად იმართება სამ წელიწადში ერთხელ საქართველოში და მისი ორგანიზატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონგრესში მონაწილეობენ მეცნიერი კავკასიოლოგები საერთაშორისო კავკასიოლოგიური ცენტრებიდან (170-ზე მეტი მონაწილე); განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩრდილოკავკასიელი მეცნიერების მონაწილეობა კონგრესში.
ღონისძიების გახსნა 4 ნოემბერს 10.00 საათზე,
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ N1, თსუ 1კორპ. სააქტო დარბაზი