2020-01-27

კონკურსი თსუ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის 2020/2021 ს/წ შემოდგომის სემესტრისთვის ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამების სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი თსუ ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მაგისტრატურის საფეხურის პირველი, მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის   2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის   თსუ ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამების სტიპენდიების მოსაპოვებლად


საბაკალავრო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:


ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი)

სასწავლო მიმართულებები: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, იურიდიული, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებები

სტიპენდიის პირობები: უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია (კვების ხარჯების დასაფარად), უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი


ლატვიის უნივერსიტეტი (ლატვია)

სასწავლო მიმართულებები: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი

სტიპენდიის პირობები: უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია (კვებისა და საცხოვრებლის ხარჯების დასაფარად)


ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიეტუვა)

სასწავლო მიმართულებები: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, იურიდიული, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

სტიპენდიის პირობები: უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია (კვების ხარჯების დასაფარად), უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი


ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (ლიეტუვა)

სასწავლო მიმართულებები: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, იურიდიული, ეკონომიკა და ბიზნესი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

სტიპენდიის პირობები: უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია (კვების ხარჯების დასაფარად), უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი


კარლოვის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)

სასწავლო მიმართულებები: ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი

სტიპენდიის პირობები: უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია (კვებისა და საცხოვრებლის ხარჯების დასაფარად)


ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი)

სასწავლო მიმართულებები: იურიდიული, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ეკონომიკა

სტიპენდიის პირობები: უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია (კვების ხარჯების დასაფარად), უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი


ლოძის უნივერსიტეტი (პოლონეთი)

სასწავლო მიმართულებები: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, იურიდიული, ეკონომიკა და ბიზნესი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

სტიპენდიის პირობები: უფასო სწავლა


სამაგისტრო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:

ვარშავის უნივერსიტეტი (პოლონეთი)

სასწავლო მიმართულებები: ეკონომიკა და ბიზნესი, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები

სტიპენდიის პირობები: უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია (კვებისა და საცხოვრებლის ხარჯების დასაფარად)


ლოძის უნივერსიტეტი (პოლონეთი)

სასწავლო მიმართულებები: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი, იურიდიული

სტიპენდიის პირობები: უფასო სწავლა

კონკურსზე დაშვების წინაპირობა:

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი B2 დონის დოკუმენტი (ინგლისური: მოქმედი TOEFL, IELTS ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერიფიკატი)

ან

თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების დადებითი შედეგი (2019 წლის 13 მარტი და 2019 წლის 1-2 ოქტომბერი  მინიმუმ 71 ქულა) 


სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)


სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

პასპორტის ასლი 

CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)

ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე (ფაკულტეტის მიერ ქართულად გაცემულ ცნობას სჭირდება თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება)

ნიშნების ამონაწერი ინგლისურ ენაზე GPA-ის მითითებით (ფაკულტეტის მიერ ქართულად გაცემულ ნიშნების ამონაწერს სჭირდება თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება)

მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა; მოტივაციის წერილის 6 ეგზემპლარი ამობეჭდილი სახით უნდა წარმოადგინოთ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 121) ა/წ 28 თებერვლის 15.00 საათიდან 17.00 საათამდე დროის მონაკვეთში)

რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება სტუდენტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებულ რეკომენდატორის ელ-ფოსტაზე) 

შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებგვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით), (Sending Institution-ის გრაფაში ხელმოწერა საჭიროა მხოლოდ  Departmental coordinator’s signature-ის გასწვრივ) დანართი 1

უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერიფიკატი ან თსუ ენის ინსტიტუციური ტესტირების შედეგი/ცნობა)

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა/დოკუმენტი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული; არსებობის შემთხვევაში)

 უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის -  ბინადრობის მოწმობის ასლი 

სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტზე!)

დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - 

mobility.tsu.ge 

ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ა/წ 28 თებერვლის 16.00 საათამდე!



დამატებითი ინფორმაცია: 

თსუ ენის ინსტიტუციური ტესტირების შედეგის/ცნობის მიღება შესაძლებელია reference@tsu.ge-დან)

გასაუბრებები იგეგმება ა/წ 10 მარტს;

გასაუბრებების განრიგი განთავსდება თსუ მთავარი გვერდის სიახლეების ბმულზე;

გასაუბრების პერიოდში, საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა უნდა მოგვწერონ ა/წ 28 თებერვლის 18.00 საათამდე outgoingmobility@tsu.ge-ზე და მიუთითონ სკაიპით საკონტაქტო დეტალები; 

შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებგვერდზე!

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით: exchange@tsu.ge;

დაგვიანებული ან/და არასრულყოფილი სააპლიკაციო დოკუმენტები არ განიხილება!







Print

« იხ. ყველა სიახლე