2018-02-27

ISET-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) აცხადებს საბუთების მიღებას ეკონომიკის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც შეესაბამება აშშ-ის და დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტების პროგრამებს. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. უნივერსიტეტში ასწავლიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული პროფესორები.

სამაგისტრო პროგრამაზე დარეგისტრირება ხდება ონლაინ რეჟიმში, ვებ-გვერდზე www.iset.ge. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 აპრილი. მისაღები გამოცდები ინგლისურ ენასა და მათემატიკაში ჩატარდება 2018 წლის მაისის დასაწყისში.

ყველა იმ ჩარიცხულ სტუდენტს, რომელსაც არ აქვს მყარი ცოდნა ეკონომიკაში, მათემატიკასა და სტატისტიკაში, შეუძლია გაიაროს საზაფხულო კურსი, რათა მოემზადოს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დასაწყებად (3 კვირა, აგვისტო, 2018 წელი).

სამაგისტრო პროგრამის პირველ სემესტრში სწავლა უფასოა ყველა ჩარიცხული სტუდენტისთვის (8 კვირა, სექტემბერი-ოქტომბერი, 2018 წელი).

ფინანსური მხარდაჭერა:
სტიპენდიები: წარმატებული სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 75-200 აშშ დოლარის ოდენობით.

საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა: საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფილი იქნებიან ის ქართველი სტუდენტები, რომლებიც დაასაბუთებენ ამის საჭიროებას.

დაფინანსება: ყველა წარმატებული სტუდენტი მიიღებს ISET-ის სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას, რაც, შესაბამისად, დაფარავს სწავლის საფასურს.

სტუდენტური სესხები: ISET სტუდენტებს სთავაზობს შეღავათიანი, დაბალპროცენტიანი საბანკო სესხების პროგრამას, რაც დაეხმარება მათ სწავლის საფასურის დაფარვაში.

სახელმწიფო გრანტი: სტუდენტებს, რომლებიც მიიღებენ საქართველოს სახელმწიფო გრანტს, შესაძლებლობა ექნებათ, თანხა გამოიყენონ ISET-ის სწავლის გადასახადის დასაფარავად.

მომავლის პერსპექტივები:
საერთაშორისო სტუდენტური გაცვლითი პროგრამები: მეორე კურსის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მოწყობილ საზაფხულო სკოლებსა და კვლევით ვორქშოპებში ნორვეგიასა და შვეიცარიაში. ენერგეტიკის ეკონომიკის კონცენტრაციის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ერთი სემესტრი ისწავლონ ნორვეგიის ეკონომიკის სკოლაში, ბერგენში.

გამოყენებით კონცენტრაციებში მონაწილეობა, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობის ეკონომიკა, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა, მაკროეკონომიკური პოლიტიკა, კერძო სექტორის განვითარება და სოციალური პოლიტიკა, რომლებიც ხორციელდება ნორვეგიის ეკონომიკის სკოლასთან, ლოზანისა და სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.

დასაქმება და პროფესიული სტაჟირება: ISET-ის 316 კურსდამთავრებულიდან 98% დასაქმებულია ან სწავლას აგრძელებს საზღვარგარეთ. ISET-ის კურსდამთავრებულებს უკავიათ წამყვანი თანამდებობები რეგიონსა და საზღვარგარეთ. ISET სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირებას ISET-ის კვლევით ინსტიტუტში, სახელმწიფო დაწესებულებებში, კერძო კომპანიებსა და ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ლონდონის ოფისი და სხვ.

სწავლის გაგრძელება აშშ-ისა და ევროპის წამყვან სადოქტორო პროგრამებზე, სრული დაფინანსებით. ამჟამად ISET-ის კურსდამთავრებულები სწავლობენ სტენფორდის, ჩიკაგოს, ნიუ იორკის, ვაშინგტონის, პენსილვანიის, ვორიკის, ლესტერისა და სხვა უნივერსიტეტებში.

რეგისტრაცია:
რეგისტრაციისა და მიღების პროცესი შედგება სამი ძირითადი ეტაპისგან:
(1) ონლაინ განაცხადის შევსება
(2) მისაღები გამოცდების ჩაბარება
(3) გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში).
საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან, ჩააბარონ საერთო სამაგისტრო გამოცდა.

დარეგისტრირდით

საკონტაქტო პირი: მაია სურგულაძე
ელ-ფოსტა: AdmissionsMA@iset.ge 
ტელ.: +995 322 507 177 (შიდა 104)
Print

« იხ. ყველა სიახლე