ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-01-20

სტუდენტთა სამეცნიერო ჟურნალი „მერმისი - სტუდენტური წელიწდეული“

სტუდენტთა საყურადღებოდ!

სარედაქციო საბჭო  აცხადებს  სტატიების მიღებას  სტუდენტთა სამეცნიერო  ჟურნალის „მერმისი - სტუდენტური წელიწდეული“ I  ნომრისათვის.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაარსდა სტუდენტთა  ელექტრონული სამეცნიერო  ჟურნალი   „მერმისი - სტუდენტური წელიწდეული“.
ჟურნალის   მიზანია,  ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული მეცნიერებებით სტუდენტების დაინტერესებას და მათი მიღწევების პოპულარიზაციას. ჟურნალი წელიწადში  ერთხელ გამოვა;  მასში   წარმოდგენილი  იქნება  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ყველა დარგი.  
ჟურნალში დაიბეჭდება სტუდენტური გამოკვლევები, საველე ექსპედიციებისა და პრაქტიკის ანგარიშები, გაშუქდება სტუდენტური  სამეცნიერო  ღონისძიებები, გამოქვეყნდება რეცენზიები და სხვა ინფორმაცია სტუდენტური სამეცნიერო ცხოვრების შესახებ.
ჟურნალის  თითოეულ  ნომერს ეყოლება  თავისი  რედაქტორი
.

 განაცხადის  მიღების  ბოლო  ვადაა   2012 წლის 30  მარტი.

საკონტაქტო პირი:  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი,  ასოცირებული პროფესორი  ნანა გაფრინდაშვილი.
მასალები მიიღება შემდეგ მისამართზე: nana.gaprindashvili@tsu.ge

დანართი

Print

« იხ. ყველა სიახლე