ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-07-02

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რიგგარეშე მობილობა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შპს „თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის“ სტუდენტების რიგგარეშე მობილობისათვის ვაკანტური ადგილები, მიღების ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა განსაზღვრა თსუ-ს რექტორის ბრძანებით N122/01-01, 02.07.2020.

რიგგარეშე მობილობის ვადები:

•დოკუმენტაციის მიღება - 6-10 ივლისი;
•უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება - 13-15 ივლისი;
•მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი) - 16-17 ივლისი;
•საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა - 20 ივლისი;
•ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა  სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში - 21 ივლისი.

რიგგარეშე მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:

ა)განცხადება;
ბ)სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ)პირადობის მოწმობის ასლი;
დ)წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ)უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);


ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება


მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი კრედიტების აღიარების შემდგომ წერილობით ადასტურებს თანხმობას/უარს სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

 
საკონტაქტო ინფორმაცია:

იურიდიული ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ილ. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ 1 კორპუსი, ოთახი N118. ტელ.:(+995 32) 2 25 04 84;

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსი, III სართული, ოთახი №301; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 9740; 9741; 9739).

მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი N330 (კანცელარია). ტელ.: (+995 32) 2 25 04 84  შიდა 1921;



Print

« იხ. ყველა სიახლე