ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 102 წლის იუბილესთან დაკავშირებით მართავს ყოველწლიურ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას -
„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921 წწ.): პიროვნებები, მოვლენები, რეფორმები, მიღწევები და შეცდომები“. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ სამივე საფეხურის სტუდენტებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა
2020 წლის 10 მაისამდე თემის აბსტრაქტი უნდა გაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე:
salome.tchanturidze@tsu.ge
საკონფერენციო ნაშრომის თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 400 სიტყვას, საბოლოო ნაშრომის მოცულობა კი უნდა შეადგენდეს 1800 - 2400 სიტყვას.
წარმოდგენილი ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს Sylfaen-ის შრიფტით, ზომა - 11, დაშორება - 1,5. საბოლოო ნაშრომის წარმოდგენისას მონაწილეებმა ნაშრომში უნდა მიუთითონ გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა.
თეზისებისა და საბოლოო ნაშრომის წარმოდგენისას სტუდენტმა უნდა მიუთითოს:
სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, ფაკულტეტი, კურსი, საფეხური და მიმართულება რომელზეც სწავლობს. სასურველია ნაშრომს ერთვოდეს თემის ხელმძღვანელის რეკომენდაცია.
ძირითადი თარიღები:
-
აბსტრაქტების მიღების დასრულება - 10 მაისი
-
შერჩეული აბსტრაქტების ავტორთა ინფორმიერება - 14 მაისი
-
საბოლოო ნაშრომის მიღების დასრულება - 20 მაისი
-
კონფერენციის გამართვის თარიღი - 28 მაისი
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
სალომე ჭანტურიძე
ტელ.: 598 68 94 64
ელ. ფოსტა:
Salome.tchanturidze@tsu.ge