პირველად საქართველოში დასაქმების პორტალი www.HR.ge ორგანიზებას უწევს ინოვაციურ პროექტს “ონლაინ დასაქმების ფორუმი + ღონისძიება 2018” აღმოსავლეთ (თბილისი) და დასავლეთ (ბათუმი) საქართველოში. აღნიშნული ღონისძიება აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას კომპანიებსა და სტუდენტებს/ახალკურსდამთავრებულებს ონლაინ რეჟიმში მიიღონ მონაწილეობა დასაქმების ფორუმში.
ონლაინ დასაქმების ფორუმი უკვე მიმდინარეობს, ხოლო ღონისძიება გაიმართება
8 ივნისს.
სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ:
დარეგისტრირდნენ ონლაინ დასაქმების ფორუმზე რეგიონის შეაბამისად და:
•შეავსონ CV ონლაინ;
•ნახონ მონაწილე კომპანიები და იპოვონ სასურველი ვაკანსიები;
•გამოეხმაურონ ონლაინ - გააგზავნონ CV ღილაკზე დაჭერით მათთვის სასურველ ვაკანსიებზე;
•მივიდნენ რეალურ ღონისძიებაზე ამობეჭდილი CV-ებით და შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს, გაესაუბრონ ვაკანსიების შესახებ და წარადგინონ საკუთარი თავი
„ონლაინ დასაქმების ფორუმი+ღონისძიება 2018“ სტარტი აიღო 1 მაისს.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ გადახვიდეთ შესაბამის ბმულზე -
www.hr.ge/jobfairTbilisi;
www.hr.ge/jobfairBatumi
ღონისძიებების კალენდარი:
ონლაინ დასაქმების ფორუმი აღმოსავლეთ საქართველო -
1 მაისი - 8 ივნისი
ღონისძიება: თბილისი - 8 ივნისი, თავისუფლების მოედანი N4, ქორთიარდ მარიოტი თბილისი, 11:00 დან 17:00 სთ-მდე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით შემდეგ ტელ. ნომერზე: 032 2 193333 (130). სამუშაო საათები 09:30 - 18:30.
დასაქმების პორტალი www.HR.ge ამ საკითხებზე გამართავს შეხვედრებს თსუ-ს სტუდენტებთან.
შეხვედრების გრაფიკი:
23 მაისი, ოთხშაბათი, 13:00 საათი, თსუ-ს მე-10 (მაღლივი) კორპუსი, აუდ. 206;
23 მაისი, ოთხშაბათი, 15:00 საათი, თსუ-ს პირველი კორპუსი, აუდ. 305