ცხადდება კონკურსი თსუ მაგისტრატურის პირველი და მეორე* სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
სამაგისტრო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): იურიდიული, ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.europa-uni.de/en/index.html
იუსტუს-ლიბიგის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ბიოლოგია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, გარემოს მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა, ეკონომიკა
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): ეკონომიკა, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.uni-giessen.de/cms/welcome
კორუნას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): იურიდიული, სოციოლოგია, ბიოლოგია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა, ფსიქოლოგია
სასწავლო მიმართულებები (ესპანურენოვანი): იურიდიული, სოციოლოგია, ბიოლოგია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა, ფსიქოლოგია
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.udc.es/index.html?language=en
ტუშას უნივერსიტეტი (იტალია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკოლოგია, გეოგრაფია, მდგრადი განვითარება
სასწავლო მიმართულებები (იტალიურენოვანი): ბიოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, არქეოლოგია, ისტორია, იტალიური ენა და ლიტერატურა, იურიდიული
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.unitus.it/
ლისაბონის უნივერსიტეტი (პორტუგალია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ჰუმანიტარული მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.ulisboa.pt/en
ცენოვის ეკონომიკის აკადემია (ბულგარეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.uni-svishtov.bg/app/erasmus/2016/cmd_docs/ECTS_Package.pdf
შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი, ინგლისურენოვანი): საჯარო ადმინისტრირება
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.uni-speyer.de/en/index.php?p_id=93
ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა და ლიტერატურა, იურიდიული, ბიზნესი, ბიოლოგია
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.uni-saarland.de/en/international.html
რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი (საფრანგეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): კომპიუტერული მეცნიერება
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.insa-rennes.fr/
ლუქსემბურგის უნივერსიტეტი (ლუქსემბურგი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): იურიდიული, ეკონომიკა, ბიზნესი, კომპიუტერული მეცნიერება, ბიოლოგია, მათემატიკა, ფსიქოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://wwwen.uni.lu/
უნივერსიტეტი პარიზი 8 (საფრანგეთი)
სასწავლო მიმართულებები (ფრანგულენოვანი): ფრანგული ფილოლოგია
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.univ-paris8.fr/en/
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (2017 წლის 3 და 9 ოქტომბერი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ, იტალიურ, ესპანურ ან გერმანულ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა; მოტივაციის წერილის 6 ეგზემპლარი ამობეჭდილი სახით უნდა წარმოადგინოთ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 121)
ა/წ 31 ოქტომბერს ან 1 ნოემბერს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე დროის მონაკვეთში)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით)
დანართი 1
ბაკალავრის დიპლომი (ინგლისურ ენაზე)
ბაკალავრის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე)
პასპორტის ასლი
დაინტერესებულმა სტუდენტებმა
ა/წ 30 ოქტომბრის 16:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურ ენაზე)
შემდეგ ელ-ფოსტაზე:
erasmusplus@tsu.ge
მეილის სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი (ქართული და ლათინური შრიფტით, როგორც გაქვთ პასპორტში) და სწავლის საფეხური (MA)
მეილის ტექსტში ჩაწერეთ მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობით:
1. ფაკულტეტი
2. სემესტრი
3. აკადემიური შეფასების საშუალო ქულა(GPA)
4. საკონტაქტო ელ.ფოსტა
5. საკონტაქტო მობილურის ნომერი
6. პრიორიტეტების მიხედვით სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი
სტიპენდიების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:
იტალია, საფრანგეთი: უფასო სწავლა, 850 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
გერმანია, ესპანეთი, ლუქსემბურგი, პორტუგალია: უფასო სწავლა, 800 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
ბულგარეთი: უფასო სწავლა, 750 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
შენიშვნა:
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებ-გვერდზე!
ერთ აკადემიურ სემესტრში შესაძლებელია მხოლოდ 1 უნივერსიტეტის სტიპენდიის მოპოვება!
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” (
დანართი 2) ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
erasmusplus@tsu.ge
*რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტის სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ კომპიუტერული მეცნიერების მაგისტრატურის საფეხურის მესამე სემესტრის სტუდენტებს. დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა შეავსეთ ეს
დოკუმენტი და დაამოწმეთ ხელმოწერით.