ცხადდება კონკურსი თსუ ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): იურიდიული, გერმანული ენა, ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.europa-uni.de/en/index.html
გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ეკონომიკა, ბიზნესი, ისტორია, კულტურის მეცნიერებები, განათლების მეცნიერებები, სოციოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, გერმანული ენა
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.uni-giessen.de/study/courses/ba
აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტი (თურქეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.uim.aku.edu.tr/
იაგელონიის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.en.uj.edu.pl/
ტუშას უნივერსიტეტი (იტალია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკოლოგია, გეოგრაფია
სასწავლო მიმართულებები (იტალიურენოვანი): ბიოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, არქეოლოგია, ისტორია, იტალიური ენა და ლიტერატურა
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.unitus.it/
უნივერსიტეტი პარიზი 8 (საფრანგეთი)*
სასწავლო მიმართულებები (ფრანგულენოვანი): კომპიუტერული მეცნიერება, ფრანგული ფილოლოგია
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.univ-paris8.fr/en/
რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი (საფრანგეთი)*
სასწავლო მიმართულებები (ფრანგულენოვანი): კომპიუტერული მეცნიერება
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.insa-rennes.fr/
ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (თურქეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ბიოლოგია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.metu.edu.tr/
ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა, იურიდიული, ბიზნესი, ეკონომიკა, ბიოლოგია
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.uni-saarland.de/nc/en/home.html
კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, მედია
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.fh-kiel.de/index.php?id=28&L=1
კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ბიზნესი, მენეჯმენტი
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.hs-koblenz.de/rac/international-programs/international-students/exchange-students/english-programme-certificate/
ლისაბონის უნივერსიტეტი (პორტუგალია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ჰუმანიტარული მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.ulisboa.pt/en
გდანსკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ქიმია
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://pg.edu.pl/home
ზალცბურგის უნივერსიტეტი (ავსტრია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://uni-salzburg.at/index. php?id=52&L=1
მიკოლას რომერის უნივერსიტეტი (ლიტვა)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, პოლიტიკის მეცნიერება, საჯარო ადმინისტრირება
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 3 თვე
https://www.mruni.eu/en/
ჰელსინკის უნივერსიტეტი (ფინეთი)*
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, იურიდიული
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.helsinki.fi/en
ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ნორვეგია)*
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ბიზნესი, ეკონომიკა, პოლიტიკის მეცნიერება, კულტურის კვლევები, მასობრივი კომუნიკაცია, კომპიუტერული მეცნიერებები.
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.hiof.no/studies/exchange-students/courses-for-exchange-students#english
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (2017 წლის 3 და 9 ოქტომბერი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ, იტალიურ, ესპანურ ან გერმანულ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა; მოტივაციის წერილის 6 ეგზემპლარი ამობეჭდილი სახით უნდა წარმოადგინოთ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 121)
ა/წ 31 ოქტომბერს ან 1 ნოემბერს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე დროის მონაკვეთში)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით)
დანართი 1
პასპორტის ასლი
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ
30 ოქტომბრის 16:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურ ენაზე) შემდეგ ელ-ფოსტაზე:
erasmusplus@tsu.ge
მეილის სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი (ქართული და ლათინური შრიფტით, როგორც გაქვთ პასპორტში) და სწავლის საფეხური (BA)
მეილის ტექსტში ჩაწერეთ მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობით:
1. ფაკულტეტი
2. სემესტრი
3. აკადემიური შეფასების საშუალო ქულა(GPA)
4. საკონტაქტო ელ.ფოსტა
5. საკონტაქტო მობილურის ნომერი
6. პრიორიტეტების მიხედვით სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი
სტიპენდიების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:
იტალია, ნორვეგია, ფინეთი, საფრანგეთი: უფასო სწავლა, 850 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
გერმანია, თურქეთი, პორტუგალია: უფასო სწავლა, 800 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
პოლონეთი: უფასო სწავლა, 750 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
შენიშვნა:
ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და ჰელსინკის უნივერსიტეტის სტიპენდიების კონკურსზე არ დაიშვებიან მე-6 სემესტრის სტუდენტები!
რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტისა და პარიზი 8-ის სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ კომპიუტერული მეცნიერების ქართულ-ფრანგული საბაკალავრო პროგრამის მე-7 სემესტრის სტუდენტებს (მე-8 სემესტრზე მყოფი სტუდენტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცნობით დაადასტურებს, რომ მინიმუმ ერთი წელი კიდევ უწევს ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლა)! დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა შეავსეთ ეს
დოკუმენტი და დაამოწმეთ ხელმოწერით.
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებ-გვერდზე!
ერთ აკადემიურ სემესტრში შესაძლებელია მხოლოდ 1 უნივერსიტეტის სტიპენდიის მოპოვება!
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” (
დანართი 2) ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
erasmusplus@tsu.ge