2013-07-28

გერმანელი ფსიქოანალიტიკოსების სემინარი თსუ-ში

2013 წლის 6-8 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის  საზოგადოება, ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების   (EFPP)   სასწავლო პროგრამის ფარგლებში ფსიქოთერაპიულ სემინარს  გამართავს.
                
სემინარის თემა:  

  • სიზმრის თეორია და პრაქტიკა; კლინიკური ვორკშოფი სიზმრების შესახებ სემინარის მონაწილეთა კლინიკური მასალის გამოყენებით; ქალის სიზმრები;
  •  ქალის განვითარება და სექსუალობა;
  • ფსიქოთერაპიული შეჯახება- რეზონანსი და გადათამაშება;
  • მოკლევადიანი თერაპია- კლასიკური მიდგომა +სიახლეები;
  •  მუშაობა ბალინტის ჯგუფებში;
  • კლინიკური ჯგუფები-სემინარის მონაწილეთა თერაპიული შემთხვევევის განხილვა
  • " მეორე მხოფლიო ომის ტრავმატული გამოცდილება ფსიქოანალიტიკოსთა ბავშვობის მოგონებების მიხედვით

სემინარს ჩაატარებენ გერმანელი ტრენინგ ფსიქოანალიტიკოსები ანდრეას ბილგერი და გერტრაუდ შლეზინგერი


მისამართი: ი.ჭავჭავაძის 1, თსუ პირველი კორპუსი ,   აუდიტორია # 115

Andreas Bilger

ტრეინინგ ანალიტიკოსი ( DPV, IPA, DPGT),  ცენტრალური სასწავლო საბჭოს წევრი;  
1991 წლიდან ჩართულია  აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის..... კოლუმბიის სასწავლო პროგრამებში;  
ძირითადად მუშაობს თემებზე: რეზონანსი, გადათამაშება, თეორია და ტექნიკა, სექსუალობა;  
ხელოვნებაში წარმოდგენილი ფსიქოანალიზი, ფსიქოპალეპლოგიური კვლევა  (გამოქვაბულის ნახატები ); -ტომას და კეხელეს სახელმძღვანელოს- „ფსიქოანალიტიკუტი ფსიქოთერაპია“- 1 და   2 ტომების ერთ-ერთი თანაავტორი.......             

Gertraud Schlesingerr

(DPV/DGPT/IPA) ტრენინგ ანალიტიკოსი კასელის ალექსანდრე-მიტჩერლიხის ინსტიტუტში;
1995 – 2003 კასელის ალექსანდრე-მიტჩერლიხის ფსიქოანალიხისა და ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის   პრეზიდენტი;
2002 წლიდან  COWAP -ს (ქალთა და ფსიქოანალიზის კომიტეტი) წევრი და მრჩეველი;
2006-2008 გერმანიის ფსიქოანალიტიკური ასოციაციის პრეზიდენტი(IPA)......
 
დასწრება ფასიანია: 170 ლარი, სტუდენტებისათვის- 120 ლარი.
გაიცემა  სერთიფიკატები  გერმანელ ტრენერთა ხელმოწერებით

შპპს-ს ეს სასწავლო  პროგრამა  მიზნად ისახავს ევროპული ხარისხის  მქონე სერტიფიცირებული ფსიკოანალიტიკური ფსიქოთერაპევტების მომზადებას, ფსიქოანალიტიკური კულტურის დანერგვასა და გავრცელებას საქართველოში.    პროგრამის მომზადებას კურირებს ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება  (EPFF).
EPFF-ს დირქტივა ასე ჟღერს:  ადამიანებს, რომლებიც იტანჯებიან ფსიქიკური ტკივილისა და ფსიქიატრიული პათოლოგიებისაგან, უნდა ჰქონდეთ კვალიფიციური ფსიქოანალიტიკური-ფსიქოთერაპიისა და ფსიქოანალიზის  არჩევანის საშუალება.
მხოლოდ ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული განათლება, რაც არ უნდა თანამედროვე და გამორჩეული იყოს იგი, არ არის საკმარისი ფსიქოანალიზის ჩასატარებლად.
ფსიქოლოგმა, რომელსაც არა აქვს გავლილი  კლინიკური და დამატებითი სპეციალიზირებული განათლება, არ უნდა აიღოს თავის თავზე ფსიქოთერაპიული მკურნალობის პასუხისმგებლობა; გარკვეული  ტექნიკით მომუშავე ფსიქოთერაპევტი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვინც თეორიული მომზადება გაიარა მოცემული ტექნიკის ფარგლებში. ამასთანავე მას უნდა ჰქონდეს გავლილი პრაქტიკული გამოცდილება  გამოცდილი სპეციალისტების ზედამხედველოის ქვეშ.  
საქართველოში დღესდღეობით ფსიქოანალიტიკოსთა და ფსიქოანალიტიკურად ორიენტირებულ  კვალიფიცირებულ    ფსიქოთერაპევტთა დიდი დეფიციტია;  ჩვენს ქვეყანაში არ  არსებობს  დაწესებულება, რომელიც მოამზადებდა ამ მოთხოვნების  შესაფერის  სპეციალისტებს.
პროექტის მიზანია: მოამზადოს  საქართველოში ევროპული კვალიფიკაციის მქონე ფსიქოანალიტიკოს ფსიქოთერაპევტები;

პროექტის მიზანია ფსიქოანალიტიკური კულტურის ჩამოყალიბება და განვითარება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პოსტსაბჭოთა ტოტალიტარული აზროვნების  აღმოფხვრას ჩვენს საზოგადოებაში .
უნდა შეიქმნას ფსიქოანალიტიკური-ფსიქოთერაპიული ინსტიტუტი, რომელიც მოამზადებს ფსიქოანალიტიკური-ფსიქოთერაპიის  შემდგომ თაობებს საქართველოში; დამყარდება ქართველ ფსიქოანალიტიკოსთა და  ფსიქოთერაპევტთა  აქტიური კონტაქტი ევროპელ  კოლეგებთან.  

დეტალური ინფორმაცია


Print

« იხ. ყველა სიახლე